ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 ნოემბერი, 2023


დენოტაცია და კონოტაცია პოეზიაში

#ოპუსები

ნდს

დენოტაცია და კონოტაცია პოეზიაში

    ნუ დაგაფრთხობთ ორი უცხო სიტყვა, სინამდვილეშო საქმე გაცილებით მარტივადაა.
რად გვინდა რთული განმარტებები!
ვთქვათ, რომ დენოტაცია - აღნიშვნაა,
ხოლო კონოტაცია - სავარაუდო, საგულისხმო/ ნაგულისხმარი მნიშვნელობა სიტყვისა.
ავიღოთ,  პირველივე სიტყვა, რაც გამახსენდა, - “ჭამა”.
  დენოტაციურად, სალექსიკონო მნიშვნელობით  - ეს ნიშნავს  რაიმე საზრდოს, საჭმლის მიღებას, ღეჭვასა და ყლაპვას.
მაგალითად,  ,, ჟანგმა თოფი შეჭამა”,
მაგრამ ჭამა  ასეც შეიძლება გადმოიცეს:

მომწყინდა შენი ბღავილი ხმა ჩაიკმიდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო” (აკაკი)

“შეჭმა” სიტყვა “ჩაკვრეხისთვის” დენოტატი იქნება, ჩაკვრეხა  - უკვე  მისი კონოტაციაა,
თან - მთელი შინაარსი, ხასიათი,  მოჰყვება.
    აგერ, კიდევ ერთ მაგალითი.


ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქამს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს. (ვაჟა)

  აქ შეჭმა/ ჭამს  დენოტატი იქნება  სიტყვისთვის “ნთქამს”, (დიდ ლუკმებად ყლაპავს) ეს უკანასკნელი ,,ჩაკვრეხასავით”  -  კონოტაციურია, თუმცა  განსხვავებული, თავისი “შინაარსობრივი გამოცდილება” ახლავს.
  როგორც აქ  გამოჩნდა, შეიძლება, ორი სიტყვა შეიძლება ერთსა და იმავე საგანს ან მოვლენას აღნიშნავდეს, ანუ დენოტაცია - იგივე ჰქონდეს,  გარკვეული გაგებით, სინონიმური იყოს, მაგრამ კონოტაცია - სხვადასხვა აღმოაჩნდეს, ანუ  ერთს კი ამბობდნენ,  ერთ საგანს ასახელებდნენ, მაგრამ სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ.
    დენოტაცია-კონოტაციის ასეთი ,, აცდენილობა”  პოეტურ მეტყველებაში მარჯვედ შეიძლება გამოიყენებოდეს.
    ზოგადად, პოეზიას უყვარს კონოტაციები.
   
    სინონიმთა ლექსიკონი ძირითადად  ასეა ხოლმე შედგენილი.  მთავარ სიტყვად გატანილია  ძირითადი ანუ დენოტაციური სიტყვა, ბუდეში შეკრებილია მისი აღმნიშვნელი სხვა სიტყვა-ერთეულები, რომელნიც  ერთმანეთისგან კონოტაციურად განსხვავდებიან.
    ჩვენთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად სინონიმთა ლექსიკონი ბევრ მაგალითს მოგვცემს. ხომ არსებობს მისი ინტერნეტ ვერსია?
აგერ ვიპოვე

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=17

მართლაც ტონობით მაგალითა
ჩვენ- პოეზიიდან გავიხსენოთ, მანამდე კი მაინც აღვნიშნოთ, რომ სიტყვა პოეზიაში ორივენაირად გამოიყენება, მაგრამ საკუთრივ სიმბოლიზმში  სიტყვისა თუ გამონათქვამის კონოტაციურობა წარმმართველია და ყველაზე მაღალ საფეხურზე ასული (როცა მოვიცლი, ამაზეც ვთქვათ!)

ჯერ მუხრან მაჭავარიანი:

რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენს იტყვის რას!
სიტყვა გინდა,
მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!
    ცხრის დასახელება ალბათ ყველა ჩვენგანს შეუძლია, მაგრამ მახსოვს, ერთხელ ერთმა მეგობარმა ლექსიკონებიდან და ლიტერატურიდან წვიმის ყველა სახელი მოიძია და მგონი , შვიდჯერ ცხრა გამოუვიდა.
  ეს კი მოვიძიე, მაგრამ 72  ერთეულიანი სიაა და არ აწერია,  არ ვიცი, ვინ შეადგინა

“წვიმის 72 სინონიმი ქართულ ენაში

არაზანი – თავსხმა
ბუტუტი – თქეშივით
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
ზესხმა –
ზოველა – დიდი წვიმა
ზღველა – თავსხმა
თოროხაპანი – თავსხმა წვიმა დილიდან
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
კოხშინშხალი – სეტყვა ქარიშხლიანი
კოხი – მსხვილი სეტყვა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშტერი – სეტყვის ღვარი, ლესტერი
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
ლიჟღი –
ლოშქრი – ნისლსა და წვიმას შუა
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
მზე პირს იბანს – თან მზეა და თან წვიმს
მსთვადი–მცხვედი – დილა–საღამოს მარგებელი წვიმა
ნავერღვენა – თავსხმა
ნამვა –
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟანტი – მცირე სისველე
ჟგეთა – ძლიერი თავსხმა
ჟინჟლი – წვრილი წვიმა
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
ჟუჟუნა – ნელი, ხანგრძლივი
ჟღვიპი – ნისლიან-წვიმიანი ამინდი
ჟღმურტლი – წვრილი, ნისლიანი წვიმა
რეში – დიდი წვიმა
საფურცლო – გაზაფხულის წვიმა
სეტყვა – გაყინული წვიმა
სინსლვა – წვრილი წვეთებით წვიმა ბურუსში
სირსვლა –
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ფუნთხი – თქორივით
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღანილი – მცირე ხნით გადაღება
ღვართქაფი – წყალუხვი წვიმა
ღვარნაში –
ღვაფი – ცვართ უმსხვილესი
ღლოფო – დიდი წვიმა
ყელობა – წვიმახშირობა
შხაპი – ჩქარი წვიმა, შხეპა
შხაპუნა – უხვი წვიმა
შხუმფლვა – წვრილი წვიმა
ჩუღუმი – ქარწვიმა
ჩქაფი – თავსხმა
ცაიერადი – თავსხმა
ცვარი – მცირე წვიმა
ცრა – თქორზე წვრილი
ძანძახი – ხანგრძლივი, უსიამო
წინწკლვა – წვრილი წვიმა
ჭოროფა – გაბმული ავდარი
ჭყაპი – თოვლნარევი წვიმა
ჭყიჟორი – წვიმიანი ამინდი
ხორხოშა – მსხვილი სეტყვა, კორკოტა
ხოშკაკალა – წვრილი სეტყვა”

???? Look at this post on Facebook https://www.facebook.com/share/pBrQ63r2ED6ExkC7/?mibextid=WC7FNe

  ჩავთვალოთ, რომ უცებ  თქვენ დამოუკიდებლად  მუხრანის ნაგულისხმევი ცხრავე  სახელი ჩამოწერეთ.
დაუკვირდით, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც  აირჩევთ სიიდან,  აუცილებლად ერთ თვისებას გამოავლენს, თან იქნება დენოტაციური, ანუ აღნიშნავს წვიმას და ამით დაემთხვევა სხვა დანარჩენ რვას,
თან იქნება მათგან განსხვავებული კონოტაციისა , შიგ ნაგულისხმევი თვისებების, შეფერილობების, ნიუანსებისა და აშ.  მქონე.
მაგალითად:
  თავსხმა  - თან ხომ წვიმაა, დენოტაციურად, კონოტაციურად იქნება ძლიერი, ადვილად გადაუღებელი, უხშირესი წვიმა.
ამისგან განსხვავებით, ჟინჟღლიც ხომ წვიმაა,  ანუ იგივეს აღნიშნავს, მაგრამ  კონოტაციურად განსხვავებულია წვეთოვანი წვიმაა.
ერთი,  მოკლე  მაგალითიც და დანარჩენები თვითონ მოიძიეთ:
1.  “მცხეთის ქალაქს მირონი დუღს”, მზის და ვაზის მირონი,
ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.
იღაღადეთ ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,
მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო! (შ. ნიშნიანიძე)

და

“მიიზლაზნება
ხოდაბუნში შავად გუთანი,
ევიწროება
კალაპოტი წყალს საკუთარი.” (მ. მაჭავარიანი)

ამ ორივე მაგალითში დენოტაციურად გვაქვს მიდის, კონოტაციურად - კ. გამსახურდიასადმი  სინონიმთა ბუდიდან ყველაზე მაღალი რეგისტრის  სიტყვაა არჩეული,  კონოტაციურად დიდი მწერლისადმი პიეტეტს რომ გამოხატავს,
მეორე -  მიიზლაზნება  - თუმცა  ისიც ნელ სვლას გულისხმობს, კონოტაციურად - სწორედ საპირისპიროა,
ასე ვთქვათ, სინონიმთა ბუდის ქვედა რეგისტრიდან შერჩეული.
ერთსაც დავამატებ და გვეყოს.
    ახლა  ორი ისეთი მაგალითი მინდა შევარჩიო, რომ  ერთი და იგივე საგანი ან მოვლენა, მოქმედება,  ლექსებში ერთგან - დენოტაციური  ფუნქციით იყოს  და  მეორეგან კონოტაციურად იყოს წარმოდგენილი:
  ავიღოთ სიტყვა შემოსვლა - ანუ გადაადგილება გარედან შიგნით

1. ამ მაგალითში  “ შემოსვლა”იქნება  დენოტაციური.
    (ეს - ყველასთვის არაა.  ნუ წაიკითხავთ! მხოლოდ “წინწასულთათვის” ვწერ,  მაგალითი - მრავალ-დენოტაციურია, რადგან “შემოსვლა”  ხილის დამწიფებასაც და რაღაც მომენტის დადგომასაც ნიშნავს მარტივ გამონათქვამებში - კონოტაციურობასაც ავლენს)

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...
( ანა კალანდაძე)

2. “შემოსვლა “ - კონოტაციურად გვექნება ამ ლექსში, როგორც “შემოვარდნა”

- რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
(მურმან ლებანიძე)
 
    არ დაიზაროთ, მაგალითები დადეთ კომენტარებში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები