ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2023


განწყობა N

ცა მოჰგავს ამდგარს ლოგინიდან,
ჩიტები დაბლა დაფრინავენ,
მეც კიდე რაღა მომივიდა,
ჩემში რომ ვეღარ გაბინავებ...
მზეს როგორ უხდება პირბადედ,
ფთილა რძისფერი და მჭვირვალე.
თავს ახლა შენზე ფიქრს მივადებ,
ხსოვნა კი დაუკრავს ვივალდის...
განცდა როგორი უჩემოა,
არავინ აღარ გვრის ჟრუანტელს...
განწყობა ისეთი საჩემოდნე,
წვიმა მობზრიალე პუანტით...
27.11.23




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები