![](img/users/140624720336019s.jpg) | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2023 |
-როგორ ხარ, თუ უძლებ ისე, რას? -რა გითხრა, ცხოვრება მერევა... - მეც დარდის დანა მაქვს კისერთან, მაინც გავიძახი: - მერე რა... -რას ფიქრობ, წავიდეთ იმ მხარეს, სადაც ვარსკვლავები წყდებიან? -შენ როგორ იყავი, მითხარი, აღარ მინახიხარ, წლებია... -ცხოვრებას ვუძლებდი იმედით, -კოჭსაც ვუგორებდი პრობლემებს... -მერე იმ დასკვნამდე მივედი, უკვე ვარ სისუსტის მომრევი... - მაინც არ მპასუხობ კითხვაზე, - არ გინდა ოცნების ირაო? -ჩემს ნაცვლად მე მგონი "კი" თქვა მზემ, - წავიდეთ, ვიშაბათკვირაოთ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყოველდღე ვიშაბათკვირაოთ!! 4 ქ ყოველდღე ვიშაბათკვირაოთ!! 4 ქ
1. იმედია არ მიჩივლებთ თუ დავწერ რომ ლექსი კარგია :) იმედია არ მიჩივლებთ თუ დავწერ რომ ლექსი კარგია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|