ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2023


გოგოვ თაფლისთვალა შენი ამბორია

ქარი უნებური დაისს შეეხიდა,
გარეთ არეულმა თავი დავიმარხე,
ასე უნებლიედ ზეცა რომ მეყიდა,
მე რაც გამეგონა თურმე დავინახე,

რაც კი შემოდგომის რთველმა გალეულმა,
ფიქრმა აზრიანმა გარეთ გამიყვანა,
ასე დარდიანმა ვითომ მთვარეულმა,
შორს რომ გამწია და სხვაგან წამიყვანა,

მახსოვს, უნებლიედ არა გამახსანდი,
ახლა სხვა ფერი აქვს ფიქრსაც ერთიანად,
შენ თუ სანახავად მწვერვალს არ ახვედი,
არვინ გადმოგხედა ზეცად ღმერთიანმა,

ვიტყვი უთუოა შენთან განშორება,
მწარე,მოკლე იყო ჩვენი ერთიანი,
ასე კამათელის განზე გაგორება,
ვიტყვი გიმზირე და არ ვარ ფეთიანი,

არცა გარიჟრაჟის ლაღი გამოხედვა,
არცა ნაფერები შენი ეგ ტუჩები,
სადაც აზრებია იქ რომ ამოგხედა,
ნუ მებღვირები და ნუღარ მეურჩები,

შენი ალმასები ზღვისთვის მიმიცია,
ზღვა რომ ღელვისაგან ასე დაღალული,
თურმე გამომცხვარში ცოტა ირისია,
აღარ ვემონები არ ხარ დამალული,

მე ზღვა ვიმარტოვე,მარტომ ავირიე,
ცაში ფეთქებადი აზრი შევამჩნიე,
მითხრეს არ იაზრო ისე გაიღიმე,
მაგრამ გაღიმება შენთან მე ვარჩიე,

მეტყვი არაფერი იყოს არაფერად,
მაგრამ არაფერში ცოტა მშვიდობაა,
რადგან გამთელებულს იტყვი ანდა ბგერას
ეშხი შეეტყობა სადაც ხიდობაა,

ვერას განგანათლებ,ვერას შეგაგონებ,
ჩემთვის მარტივივით ბგერა დამელია,
თუკი დამატრებ მაშინ ივაგონე,
სხვა კი ნიღბიანი მუქთამჭამელია,

გარეთ გავიარე,სადღაც შეგეხიდე,
მაგრამ აღარაფერს ვიტყვი მაისისას,
თუ კი შემიცანი უცხოს მოერიდე,
გეტყვი გამიცნობენ მერე დაისისას,

სადაც გამოხედვით შენი ეგ თვალები,
ბროლის ქურუმები თეთრი სამოთხიდან,
მე დროც დავიმონებ ახლა ვეწვალები,
გწერ მე მთვარეულად ჩემი ამბოხიდან.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები