ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2023


ახლა გვერდით რომ მყავდე, მკლავზე გადაგიწვენდი...

რაც შენ ჩემგან წახვედი, გულს არ გაუხარია,
მაინც მინდა დაგლოცო, ცუდს არაფერს გისურვებ,
ჩვენი ყოფნა ცალ-ცალკე, ალბათ ბედის ბრალია,
სიხარულით მიგიღებ, მოსვლას თუ მოისურვებ.

ახლა გვერდით რომ მყავდე, მკლავზე გადაგიწვენდი,
არ ხარ, მაგრამ მომინდა შენი თავი მენატრა,
შემიყვარდი წლების წინ, ძლიერ, თავდავიწყებით,
მითხარ: წოლა ჩემს მკლავზე ნუთუ არ მოგენატრა?!

მინდა ჩემთან მოხვიდე, ამისრულო სურვილი,
მთის წყალივით მწყურია ბეჩავს შენი ფერება,
რომ არ მომკლას წყურვილმა, მაშ, დამიცხრე წყურვილი,
გწამდეს მუდამ: ჩემსავით ვერვინ მოგეფერება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები