ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 დეკემბერი, 2023


Thomas Stearns Eliot - Lines for Cuscuscaraway and Mirza Murad Ali Beg

ტომას სტერნზ ელიოტი - პწკარები კუსკუსკარავეისა და მირზა მურად ალი ბეგისთვის

არ გვწადია ელიოტთან შეხვედრა,
კლერიკალურ, მკაცრ ნაკვთების შეხედვა!
ვერ მოგხიბლავთ მოღუშული წარბებით,
ვერც მოკუმულ ბაგეს დაეხარბებით.
აზრებს მუდამ საჭოჭმანო საბუთად
„შესაძლოას“, „თუს“ და „მაგრამს“ დაურთავს
და ენამჭევრს კამათს ვინღა შებედავს,
არ გვწადია ელიოტთან შეხვედრა!
დაჰყვებიან კუდა ძაღლი მორჩილი,
ხატაურა კატა; ქურქით მოსილი
იბღინძება, მედიდური ფრანტია,
ბეწვიანი ქუდი ჩამოფხატვია,
არ გვწადია ელიოტის პრუწუნი!
(არც პირღია გვსურს, არც პირმომუწული).

2 დეკემბერი, 2023 წ.


Thomas Stearns Eliot -  Lines for Cuscuscaraway and Mirza Murad Ali Beg

How unpleasant to meet Mr. Eliot!
With his features of clerical cut,
And his brow so grim
And his mouth so prim
And his conversation, so nicely
Restricted to What Precisely
And If and Perhaps and But.
How unpleasant to meet Mr. Eliot!
With a bobtail cur
In a coat of fur
And a porpentine cat
And a wopsical hat:
How unpleasant to meet Mr. Eliot!
(Whether his mouth be open or shut).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები