ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2023


აღარ დაბრუნდე

აქ  მხოლოდ თავსხმა წვიმებია,
გული ფრხალი და უამინდო,
ცის სარტყელს ნატვრა  მიბნევია,
ვერ გადაღალა უარით დრომ.
 
გრძნობ აქ ქარაშოტს დარაჯობენ
ჩემი მშიშარა სტრიქონები,
სადაც  უგულო გამარჯობებს
არ მინდოდა და ვიგონებდი,

სადაც მაბნევდა ცის ელდები,
სადაც წვიმა და ქარი მცდიდა...
აღარ დაბრუნდე, დასველდები,
გულიც ხო თითქმის გაგიცივდა.

აღარ დაბრუნდე, ირევიან
ღრუბლები ,სევდას ვერ აჯობებ,
აქ მხოლოდ თავსხმა წვიმებია,
აქ მხოლოდ ქარებს დარაჯობენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები