ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2023


(პ)ირველი ლექსი



შეუმდგარი პოეტი ვარ.
უნდა შევდგე როგორც მაწონი.
ოღონდ ჯერ
გაზზე უნდა შემოვდგა ყავის მადუღარა,
მერე გადმოვდგა.
ფეხი ჩავდგა რკინის ცხვირიან ფეხსაცმელში,
ნაბიჯი გადავდგა და გავშპე.
როცა უკან გამოვშპები,
მოყინულ ნათოვლარზე
სხვადასხვა ოთხფეხა არსებების ნაკვალევით
გამოცნობანას წავითამაშებ
- ეს მელასია, გახაზული შველმა დატოვა,
ბოცვრების ნაბურგნავებს გადავაწყდები,
ყორნების სიზმარს ჰგავს ცხოვრება,
ქალაქის ბატონპატრონები ესენი არიან.
ვინ ვარ ასეთი მონდომებული,
ასეთი ლაღი და ძლიერი,
ასეთი უცხო და უსახური?
როცა თბილ ოთახამდე მივაღწევ,
ფეხის შედგმა ფეხსალაგიდან დაიწყება,
სიტყვა პირქვე გამომიძვრება,
მერე ხანდახან ძილის ოხშივარს მორიდებული
შემოვრჩები ფანჯარასთან
და მშვიდად ვიწყებ იმ ზიზღის სწავლას,
რომელიც პოეზიამ დაიმსახურა შეუმდგარი ადამიანისგან.

2 დეკემბერი 2023 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები