ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 თებერვალი, 2024


მღვრიე ლექსი

არ დაიწმინდა მღვრიე წყალი, ტივტივებს ლექი.
ყველგან დევნილი ღირსება კი მოჰგავს პარტიზანს...
უსულგულობით სიყვარულსაც გაუჩნდა ჭლექი,
და მის ტარებას გულში აწი რაღა აზრი აქვს...
ცხოვრება ზოგჯერ ისე უცებ გაგარიგითებს,
შეგრჩება მხოლოდ მოგონება, ხსოვნის სარჩევით...
ჰო, ყველაფერი სცენარივით მიდის იქითკენ,
ერთზე იფიქრო, თავი რომ გაქვს გადასარჩენი...
ბედსაც თავისი ხუშტური აქვს, სწყალობს ელიტას,
"ჩვეულებრივებს" ოღრო-ჩოღრო გზები არგუნა...
და ის ვინც დიდი სიცრუის ფარსს გამოერიდა,
უცდის იმედის მატარებელს ბოლო სადგურთან...
დრო ისე გარბის, დაუცურდა ღერძი სფეროსაც.
გახაზული გზა სილა ნატკეც სახეს მაგონებს...
ამ სანახევროდ გაქცეული საქართველოდან,
წასვლა არ უნდათ
მხოლოდ ძველი დეპოს ვაგონებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები