| ავტორი: გულიანა ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2024 |
სული შენით შთამებერა, გულში,ფესვად მიღვივი. ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,თ,ი,კ,ლ,მ;- მთვარიდან ხარ მზის სხივი❣
ქებაი და დიდებაი, სამზეურო ნათებავ, ასომთავრულ,ნუსხურ,მხედრულ, საანბანო სამებავ❣
ნ,ო,პ,ჟ,რ,ს,ტ,უ; ფ და ფეთქვავ გულისავ, საძირკველით რომელ ხანას, იშვი,ღვთიურ სულისავ!
ქან,ღან,ყარ,შინ,ჩინ,ცან,ძილ,წილ;- ჭარ და ჭარბო სიტყვისავ; ხ,ჯ, ჰ და ჰაერივით ეროვნულო სისხლისავ!
ღვთიურო და კურთხეულო, დაგელოცოს განგება. შენს სამებას შეწეოდეს, ზეციური სამება❣
განმტკიცდი და გაფხვიერდი, შინ თუ გარეთ,გენშია... ქართულ სულის სიდიადე, ანბანის ფესვშია!
სული შენით შთამებერა, გულში ფესვად მიღვივი. ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,თ;- მთვარიდან ხარ მზის სხივი❣
მ.მატარაძე. ????
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შესაძლოა.... გმადლობთ. შესაძლოა.... გმადლობთ.
1. კარგია, თუმცა, დღეს აქ უკეთეს ლექსს ველოდი. კარგია, თუმცა, დღეს აქ უკეთეს ლექსს ველოდი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|