ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2024


  ჩამოტვირთვა

კაცივით ხარბია ჩემი სამშობლო

კაცივით ხარბია, ჩემი სამშობლო,
ვერასოდეს გავაძღე სიტყვით..
ვუყვიროდი, რომ მიყვარს!
სახადივით შეყრილი მიყვარს!
არსებობის ჩვევით მიყვარს!
ცარცივით უხსნადია ჩემი სიტყვა -
შიშის წყლებში გაურეველი,
სირცხვილის წყლებში, გარეული თეთრი გედი..

ვის ახარბებს ჩემი კაცი?
შიშის ლოდებში რომ მომამწყვდია,
ზედ რომ შვილები  შემომალაგა და
ასეთი წონით დამძიმებული ფეხებიდან
დაიგრიხნენ ლურჯი გველები.
ვის ახარბებს ჩემი კაცი?
რომ ამ  გველებმა  ცურვა-ცურვით
და ჭამა-ჭამით გაიყვანეს ყველა გვირაბი -
მხოლოდ უკან, მხოლოდ უკან, მხოლოდ მისკენ.

ვის ახარბებს ჩემი კაცი?
კარგად რომ შემარცხვინა,
ღონივრად რომ მომერია და საქვეყნოდ მომჭრა,
ის თავდადებული თავი,
რომელშიც ისევე დაგორავს სიტყვა

- ბოლომდე უნდა გამოიცადო
- ბოლომდე უნდა გამოიცადო
ესაა შენი დაფნა და თაფლი
შენი მოუხდელი სიყვარული
შენი არსებობის ჩვევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები