| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 16 მარტი, 2009 |
წარმოდგენა იწყება I ნაწილი
აუ თეატრი მინდა? ბიჭებმა რომ დამინახონ? რეჟისორს ვუთხარი, ვინმემ რო გაიცინოს დედას გეფიცები თუ არ დავარტყა-მეთქი.... გულიანად იცინა, კომედიაში თამაშობ, შენ რა მთელი დარბაზის ცემას აპირებო? თუ არ გაიცინა არავინ და ჩავარდნილა სპექტაკლი და მაშინ მე გცემთო... მაგარი ქალია, შეიძლება მართლა გვცემოს. ერთი-ორჯერ, რაღაცა ისე რომ არ გამოვიდა, როგორც უნდოდა და უყურადღებოდ ვიყავით, გაბრაზებულმა სკამს ისე გლიჯაA ფეხი, კინაღამ მოიტეხა... არა, იასნია, ხელს არ გაიღებს, მაგრამ ხო შეიძლება ისე უბრალო სიტყვით ცემო კაცს, დააჩმორო... ცემაზე უარესი თუ არ იყოს ჩემი დე... აუ, ამიკრძალა რეჟისორმა, თუ გინდა ერთად ვიმუშაოთ, ეს არ თქვაო. ბიჭებთან რო ვბაზრობდი, გაუგონია... კაი ტიპია რა... დედაჩემზე უფროსი იქნება ალბათ. მაგარ პატივს თუ არ ვცემდე, ჩემი... ხო არ ვიტყვი... არა და ბიჭები, საძმაკაცო ასე ბაზრობს ყველა... ერთი მაგრად უნდა გავატრაკო და ვაბშე მეც სხვას ავყევი., ყველა მაგარი ბიჭი ასე ბაზრობდა... მარა თუ მევასებოდეს, ჩემი... არა და იასნია სისულელეა... რა მე თეატრება, ორი Dდღეა რაც სტუდენტი ვარ, მაგრამ ის ჩაეწერა. ლექციებზე ერთი კვირით გვიან მივედი, ინსტიტუტის რექტორი მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცია... მამაჩემმა თხოვა (ციხიდან დაურეკავს), არ მინდა სულ ქუჩაში იყოსო... იმასაც უთქვამს აკრედიტებულ დიპლომს ვერ მივცემ, მაგრა ლიცენზირებულის ატვეჩაი ვარ... მოვიდეს ისწავლოს, ოღონდ მართლა ისწავლოსო... ჯერ დეკანატში ვიყავი, იქ მდივანმა მითხრა ლექცია უკვე დაწყებულია მაგრამ არა უშავს შედიო... 23-ე აუდიტორიაშია ახლა შენი ჯგუფიო... კარგი მე გაგყვებიო, და ნადზირატელივით გამომყვა რა... ზუსტად ისე გამიღო კარები, როგორს საკნის კარებს მიღებდნენ... მეთქი ახლა კოიკებს დავინახავ და რამე... კიდე ეს მინდოდა... ეჰ მამა! და შევედი... საკანი კი არა, ისე ნათელი აუდიტორია იყო... სიბნელიდან უცებ კაშკაშა შუქზე რომ შეხვალ... კინაღამ თვალებზე ავიფარე ხელი. ფაკულტეტის მდივანმა ახალი სტუდენტია, ამ ჯგუფში იქნებაო, და მიმიხურა კარი... ლექტორმა სად იყავი რატო დააგვიანეო. ციხეში-მეთქი... კარგი დაჯექიო, ისე მითხრა თითქოს ბუფეტში ვიყავი საჭმელად და დავაგვიანე... მე კიდე დაჯდომა მინდა, სამი წელი ვიჯექი-მეთქი და გავიცინე, რაღაც ხო უნდა მეთქვა. საერთოდ ასეა არა ახალ ადგილზე რომ მიდიხარ, უნდა შენი თავი აჩვენო, რომ ჩმორი არ ხარ და თავში ხელს რომ ვერავინ ვერ წამოგარტყამს... და დავინახე... ვიღაც გოგოს გვერდით იჯდა. როგორ დამიარა იცი? მთელმა ჩემმა სხეულმა იგრძნო რომ ის იქ იჯდა, მუცელმა კი ბუყ-ბუყი დაიწყო. ხმა ვერ ამოვიღე. წავედი და უკანა ცარიელ მერხთან დავჯექი... შესვენებაზე ბიჭებს გავესაუბრე. ცუდი სასტავი არ ჩანს. იგივე საკანია რა. აქაც იქნება კარგი და აქაც იქნება ცუდი. ვაფშე ცხოვრება რაც არი რა... ... მეორე ლექციაზე აუდიტორიაში ისევ ის ქალი შემოვიდა, მე რომ აუდიტორიაში მომაცილა. ამას კიდე ვიღაც ქალი ახლდა, თურმე რეჟისორი. ვის გიყვართ თეატრი, ვის გინდათ თეატრალურ დასში ჩაწერაო. რამდენიმე აწია ხელი. ისიც ჩაეწერა. იმის მერე მეც ჩავეწერე.... სულ იმის ბრალია... ხოდა მეორე დღეს ორ საათზე ინსტიტუტის დარბაზში დაგვიბარეს... ...წუხელ სიზმარში ისევ ზონაში ვიყავი... კობრა მენაგლებოდა, სიცილით და რამე - ხო არ დაუბერე, რა თეატრი ბიჭოო. ავვარდი, იმან ხო არ იცის, რაც მეთეატრება... და ეგრევე დავარტყი... კიდე კარგი კოიკას არ გლიჯა თავი... ისევ წამომიხტა... არასპრავედლივი ხელი მომხვდა, ვისა ბიჭოო, ყვირილი დაიწყო, გაააჯვი-მეთქი და კიდევ დავარტყი. მერე ჩიკო წამომიხტა და კაჩავი დამიწყო, კობრას ეძმაკაცება... დამიწყნარდი-მეთქი და დამარტყა,... არ ველოდი, ჩავიკეცე... უზბეკამ კიდე ჩიკოს გლიჯა, ჩემთან ძმაკაცობს... გუჩი გვაშველებდა. საწყალი გუჩი, ყოველთვს გამშველებელია და ყოველთვის ყველაზე მეტი ხვდება... მერე დედაჩემმა გამაღვიძა, რა გჭირს, ძილში იგინებოდიო და ბორგავდიო... უცებ გავაიასნე რომ სიზმარი იყო და სვაბოდაზე ვარ... არაფერი-მეთქი... სიზმარს ხო არ მოვუყვებოდი... ...რეჟისორი კაი ტიპი ჩანს, მგონი დავევასე. არადა საერთოდ მსახიობობის აზრზე არ ვარ, როგორ არის ფილმში რომ არის, რა ატამი რის ატამი ზუსტად ისე ვარ რა... რა თეატრი, რის თეატრი... პროსტო ჩავეწერე რა, მე ხო ვიცი რატომაც. იმან კი ერთ-ერთი მთავარი როლი მომცა... მე ვარ მალხაზ კაკაბაძე - მაყურებელი, რომელიც ერთი მიდის თეატრში ქორწილის დღეს, როცა მთელი ქალაქი ქორწილშია დაპატიჟებული... მომეწონა როლის სახელი - „მაყურებელი” და უარი არ მითქვამს... მეც ახლა აზარტში შევედი და რამე, თუმცა ერთი პირობა თითქოს ტეხავდა... მერე დავიკიდე... სულ მახატია... რეჟისორმა ალ პაჩინოს გავხარო, ვიფიქრე ვინ ჩემი ფეხებია ეს ალ პაჩინო, ძმაკაცს მესიჯი გავიგზავნე, ალ პაჩინოს მონაწილეობით ფილმი მინდა-მეთქი. იმან ლინკი გამომიგზავნა, „ნაიარევი სახე”. წინა დღეს მეზობელმა ინტერნეტიც შემომიყვანა, პაპალამ ვიხდით რა. ჩემმა დამ გადამჭამა თავი, მინდაო. სკოლაში ამხანაგებს ყველას ინტერნეტი აქვსო და რამე. რა ჩემ ფეხებად გვინდა, წიგნი იკითხე-მეთქი... გამოვედი დიდაქტიკოსი... არაფერი უთქვამს... თვალები ცრემლით აევსო... იცის რა, როგორ მელაპარაკოს... და დავთანხმდი... .თურმე მინდა კი არა და სად ვბანაობ. მეორეDდღესვე დამჭირდა. ანკა (ჩემი და) დამცინოდა, აკი არ გვინდა ინტერნეტიო. ჯერ გადმოწერა დავიწყე. ანკას ვუთხარი სანამ გადმოიწერება იჯექი-მეთქი. მერე თუ გინდა ფილმი ვნახოთ ერთად-მეთქი. არა მერე ვიმეცადინოო. ეროვნული გაოცდებისთვის ემზადება. 40 წუთში უკვე ფიმს ვუყურებდი. მაგარი ტიპი ყოფილა. ტიპი რა, როლი აქვს ასეთი - ტონი Mმონტანა. ბარამ ბარამიძეს გავს ცოტა - ჟღერადობით. არავის ვეუბნები, მაგრამ მაგარი სახელი და გვარი მაქვს. ხო ფილმში ის დამევასა, ბავშვები სასიკვდილოდ რომ ვერ გაიმეტა... ძმაკაცი რო დაბრიდა, ალბათ მიქარა, მაგრამ ისიც კაი ტიპი ტო! ძმაკაცი არაა?! მანნი რიბერა ხარ თუ ვინა ხარ, მიდი რა შეჩემა უთხარი, რომ შენი და მევასება, ცოლად მინდა... მიქარა... როგორია, ძმასავით ყავდა რა... გამოდის ძმა დაბრიდა... ეს იყო მისი კანეცი რა... მერე ესეც ვაფშე წამალს შეაჯდა... სანამ ძმაკაცი გვერდით ყავდა, ქაჩავდა რა... მარტო რო დარჩა, უკვე ვეღარა... …ბოლო, ბოლო ორივემ მიქარა და მერე დაერხათ რა... მეორე დღეს უფრო დიდ ინტერესში ჩავვარდი. თურმე დოჩანაშვილის პიესას ვდგამთ, ჰარალეთური ამბები ქვიაო. ჯერ პროსტო დაგვსვა და რეპლიკები და როლები ჩაგვაწერინა... მერე, აბა ახლა გახურებაო და წრე გაგვაკეთებინა. ბაცო (ასე ვეძახით რეჟისორს - ასე დამიძახეთო) შუაში დადგა და რიტმში ტაშს უკრავდა და ვისაც შეხედავდა იმავე რიტმში უნდა ტაშით ეპასუხა. ვინც რიტმს დარღვევდა ვარდებოდა და ვაგრძელებდით, სანამ ერთი არ დარჩებოდა. თავიდან ორჯერ მე გავედი ბოლომდე... ხო, ის გაკვირვებული მიყურებდა... და გაოცებული... ვითომ არაფერი, მაგრამ მესიამოვნა... მესამე მე და ის (ხო ვიტყვი, ნინი ქვია) მოვხვდით ფინალში და სანამ ვფიქრობდი, ხო არ მოვაგებინო-მეთქი, მართლა მომიგო... დავარღვიე რიტმი, ან შეიძლება მართლა იმის ბრალია, რომ პირისპირ რომ ვიყავი რიტმი დამერღვა, არიტმია დამემართა რა... გაუხარდა რომ მოიგო, მერვეკლასელ გოგოსავით შემოკრა ტაში, გავიმარჯვეო. მეც ტაში დავუკარი... შენ რა გიხარიაო, მეკითხება. ეს იყო პირველი სიტყვები, რაც საერთოდ მითხრა. ნეტა ახსოვს? არა მგონია. არაფერი უბრალოდ სიხარულში გეხმარები-მეთქი... ეს კი იყო პირველი სიტყვები, რომელიც მე ვუთხარი. მე მახსოვს. გაკვირვებულმა შემომხედა... სიხარულში მიხმარება კიდე ციხეში ვისწავლე... არა უფრო სწორად იქ ტირილში მიხმარება ვისწავლე. ზონაში მოყვა გუჩი, როგორ გაუმარჯვია ყველაზე მაგარი ფრაზის კონკურსში ოთხი წლის ბიჭს. ეს ბიჭი მეზობელ მტირალ მოხუცთან, რომელსაც ქმარია გარდაცვლია, მისულა და კალთაში ჩაჯდომია, მერე როცა ქალი დამშვიდებულა ისევ დედას დაბრუნებია. დედას უკითხავს რა უთხარი ბებიას, …ასე რომ დამშვიდდაო, არაფერი არ მითქვამს, ტირილში მივეხმარეო, ბიჭს უპასუხია... საიდან მოიფიქრა, ტო... მერე როლების კითხვა დავიწყეთ. რეჟისორმა ეგრევე ისქესა რომ კითხვა მიჭირდა და ხო, გაურკვევლად, გაკრული ხელით გიწერია, არა Uუშავსო (ჩემი ნაწერი არ იყო?)... მაშინ დამევასა რა, ქალი და ასეთი გამგები... რა ტონკია, ხო შეეძლო ეთქვა: შენ რა ბიჭო, კითხვა გიჭირსო, ხო მართლაც რომ ეთქვა ასე, ალბათ დავტოვებდი რეპეტიციას და არც მოვიდოდი... მისი გაკვირვებული თვალები გამომყვებოდა ალბათ... რეჟისორის არა, იმის... პრინციპში წესიერი კითხვა როდის უნდა მესწავლა, მე რომ დავიბადე, მამაჩემი ციხეში იყო უკვე. ვინმემ ცუდი არ იფიქროს, მამაჩემი არის მსოფლიოში ყველაზე მართალი და მაგარი კაცი, პროსტო ბოზებს და არაკაცებს ვერ იტანს... ბოზს და არაკაცს კიდე რა დალევს... მე და ჩემი და რომ ვერჩინეთ, თითქმის დილიდან საღამომდე დედაჩემი მაღაზიაში მუშაობდა, მე კიდე სკოლაში როცა მინდა მაშინ მივდიოდი, რომელიმე ძმაკაცის ნახვა თუ დამჭირდებოდა, ან მე თუ ვჭირდებოდი ვინმე, საქმის გარჩევა, ჩხუბი... ქუჩა ასეა რა, აქ თუ გინდა დამკვიდრდე და პატივი გცენ, უნდა იჩხუბო... ოღონდ როცა საჩხუბარია... აბა სულ გიჟები ჩხუბობენ, აგრესიული გიჟები... დღევანდელი რეპეტიაცია ასე დამთავრდა: ბაცომ როლების სწავლა გვთხოვა და კიდე გვთხოვა, არ დაგვეგვიანებია... ნინი დაქალებთან ერთად წავიდა... ვიცი ავჭალაში ცხოვრობს, მე ორთაჭალაში, მოკლედ „ჭალა” გვაქვს ჯერ მხოლოდ საერთო... იმასაც ვერ ვეუბნები გაგაცილებ-მეთქი... თხოვნა რა პონტია ვაფშე, კი არ მცხვენია და რამე, პროსტო უარი რო თქვას, მაგარ დონეზე გამიტყდება რა... მოვა დრო და ვეტყვი. დროს ველოდები... რა დროს, არ ვიცი... მაგრამ ველოდები... ბაბუაჩემი სიტყვები მახსენდება, მაგარი კაცია ბარამ ბაბუა. თუთუნის მოწევა უყვარს... ციხიდან რომ გამოვედი სოფელშიც ვიყავი და „პარლამენტს” ვჩუქნიდი, სავსე კოლოფს, აი ბაბუ „პარლამენტია”, თვითონ პარლამენტი კი არ გვივარგა, მაგრამ ეს მოსაწევად კარგია-მეთქი. იმან კიდე ბაბუ არც „პარლამენტი” მინდა, არც „პრეზიდენტი”, ამათ ორივეს ჩემი თუთუნი მირჩევნია, მოწევას როდის ვიწყებ იცი? თუთუნს რო ამოვიღებ და შეხვევას ვიწყებ, იმაშია მთელი მარილიო... სახლში მისულს დედაჩემმა მომისწრო, როლს ვსწავლობდი. ისეთი თვალები ჰქონდა, სვაბოდაზე რომ გამოვედი და რომ მიყურებდა. თითქოს ახლაც მეუბნებოდა: შვილო, აქამდე როგორ იცხოვრე, ის კი არ არის მთავარი, აწი როგორ იცხოვრებ, ის არის მთავარიო... მაშინ მინდოდა მეთქვა აქამდე როგორც ვიცხოვრე, აწიც ისე ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ ვერ ვუთხარი. ისე მომნატრებოდა, ხმა რომ ამომეღო, ვიფიქრე არ ავტირდე-მეთქი, არადა მთელი ძმაკაცობა იყო მოსული, შაპმანურებით და რამე... I ნაწილის დასასრული გაგრძელება იქნება
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეს ერთი გადავედი მეორეზე! :) ეს ერთი გადავედი მეორეზე! :)
11. ბეჭდვითი შეცდომები არ არის ყურადღEბა მისაქცევი ;) ნორმატიული დოკუმენტი კი არაა, ლიტერტურაა ბეჭდვითი შეცდომები არ არის ყურადღEბა მისაქცევი ;) ნორმატიული დოკუმენტი კი არაა, ლიტერტურაა
10. რა მაგარია : ) რო დავბრმავდე მაინც წავიკითხავ დღესვე ყველა თავს :D რა მაგარია : ) რო დავბრმავდე მაინც წავიკითხავ დღესვე ყველა თავს :D
9. ძალიან მომეწონა, ლევან:) ვატყობ ეს ჩემი უსაყვარლესი მთხრობა გახდება შენებიდან ველი გაგრძელებას :) ძალიან მომეწონა, ლევან:) ვატყობ ეს ჩემი უსაყვარლესი მთხრობა გახდება შენებიდან ველი გაგრძელებას :)
8. კარგია, ლევან! წარმატებებიიი! 5 ხო, სკაიპი არ მაქვს დროებით!... კარგია, ლევან! წარმატებებიიი! 5 ხო, სკაიპი არ მაქვს დროებით!...
6. მოკლედ რედაქტორი გინდა ერთი შენ:) რა არის ამდენი შეცდომები შიტოკით ბეჭდავდი?:) მოგეფერე ლევან, ძალიან კარგია, ძალიან მაგათ პრემიერას დამასწრო ერთი და... :) წარმატებები მოკლედ რედაქტორი გინდა ერთი შენ:) რა არის ამდენი შეცდომები შიტოკით ბეჭდავდი?:) მოგეფერე ლევან, ძალიან კარგია, ძალიან მაგათ პრემიერას დამასწრო ერთი და... :) წარმატებები
5. ...დოჩანაშვილის ხსენებაზე მივხვდი რა მომწონს თქვენს ნოველებში... თითქოს სიამის ტყუპივით დავყვები მთავარ გმირს და ... სულაც არ ვარ ზედმეტი. იმედია გაგრძელებას ვიხილავთ_სანამ შამპანური ჯერ კიდევ ცივია.. ...დოჩანაშვილის ხსენებაზე მივხვდი რა მომწონს თქვენს ნოველებში... თითქოს სიამის ტყუპივით დავყვები მთავარ გმირს და ... სულაც არ ვარ ზედმეტი. იმედია გაგრძელებას ვიხილავთ_სანამ შამპანური ჯერ კიდევ ცივია..
4. კარგია...შენებურად ცოცხალი იუმორი და დიდი ტკივილი ერთად... ... თან ეს სტილიც მომწონს, თავად პერსონაჟი რომ ჰყვება, ჟარგონით... და კიდევ, ძალიან ლამაზი იყო ტირილსა და სიცილში მიხმარება... ველი, ველი გაგარძელებას.... :) კარგია...შენებურად ცოცხალი იუმორი და დიდი ტკივილი ერთად... ... თან ეს სტილიც მომწონს, თავად პერსონაჟი რომ ჰყვება, ჟარგონით... და კიდევ, ძალიან ლამაზი იყო ტირილსა და სიცილში მიხმარება... ველი, ველი გაგარძელებას.... :)
3. მიხმარება კარგი იყო, ტირილში და სიხარულში...5 მიხმარება კარგი იყო, ტირილში და სიხარულში...5
2. .... იმან კიდე ბაბუ არც „პარლამენტი” მინდა, არც „პრეზიდენტი”, ამათ ორივეს ჩემი თუთუნი მირჩევნია.... :) :) :) 5 .... იმან კიდე ბაბუ არც „პარლამენტი” მინდა, არც „პრეზიდენტი”, ამათ ორივეს ჩემი თუთუნი მირჩევნია.... :) :) :) 5
1. 5 და მოკითხვა.. 5 და მოკითხვა..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|