ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2024


მონატრება

(ეძღვნება გარდაცვლილ მეუღლეს)

გაგიშვი, თუმც, ვერ მოგეშვი,
ისევ გწერ გაუთავებლად...
მთვარე მიწვება ლოგინში,
შენსავით თაფლისთვალება...
არც არაფერი ისეთი,
დარდის ქვებს ვკოდავ უშენოდ.
შენი სურნელით სვიტერი,
ჩემს სიზმრებს მინდა ვუჩვენო...
იქნებ, იმ ბილიკს გამოჰყვე,
ზღვაზე მზე რომ დებს ჩასვლისას.
მიამბე, რაო სამოთხემ,
როგორიაო გზა ხსნისა...
ისევ გწერ გაუთავებლად,
არ მიჩუმდება სტრიქონი,
შენს ბალიშს, ობოლთავიანს,
ვეჩურჩულები, გიგონებთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები