ეძღვნება აჭარელ პატარას, რომელიც ცეკვისას ფერიასავით ფარფატებდა
ჰოი, სინორჩევ და სისპეტაკევ ჩვენო და ჩრდილში ჩარგულო აჭარის გულის სხივო, შენ ხომ ყოველთვის სტუმრის ტრფიალი გშვენოდა და ახლაც ლამობ, სუნთქვაც რომ გაისხვისო.
ო, რა კარგია, როცა თავსაც კი კარგავ, ამ მოქარგული ანგელოზობის გამო. რომ მოიარო მთელი მსოფლიო კარ-კარ, ვერავინ შეძლებს, ამგვარად იგოგმანოს.
თუმცა ერთი ცის, მსოფლიოსი ხარ თავადვე, ჰოი, სინორჩევ და საქართველოვ ჩვენო და ჩრდილში ჩარგული გულით რაც ითავმდაბლე, საბედნიეროდ - განგების ლოცვად გშვენოდა.
4 ივნისი, 2024 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარეთ მუხა, მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ მუხა, მადლობა ყურადღებისთვის.
1. კარგი მიძღვნაა. კარგი მიძღვნაა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|