ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტათი პოეტი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2024


  ჩამოტვირთვა

დებს ძმები არ უნდა უკვდებოდნენ

როგორ უეცრად სრულდებიან
ჩემში დღეები,
გადმოფენილან აკაციის ტოტები გზებზე,
თვალებში ცრემლი მაჩნევია ცისარტყელებით,
კვლავ ვაკოწიწებ მოგონებებს ძამიკო შენზე.

ჩემთან ზაფხული ფეხს იკიდებს გამზევდა უკვე,
შენთან რა ხდება ნეტა უკვე გათენდა მაინც?
ჩემთან სიცოცხლე ჩქეფს იმდუღრავს გულს არემარე,
ნეტავი შენთან თუ აცილებთ თავნება მაისს.

ჩემთან ჩიტების ჟრიამული აყრუებს არეს,
შენთანაც ნეტა თუ გრიგალობს თეთრი ბულბული,
გეჩურჩულები ნეტა მაინც თუ ისმენ რამეს,
თუ გიჩუყდება ჩემს ტირილზე პატარა გული.

მიდის არ იცდის დროს ასრულებს უკვე მაისი,
მე კი უშენოდ არც ზაფხული აღარ მახარებს,
გახსოვს პირობა?უეჭველად ისევ დაგიცდი,
მჯერა მოხვალ და მომანათებ ხორბლისფერ თვალებს.

ვთამაშობ სპექტაკლს სადაც მე შენ ვითომ გაგიშვი,
მხოლოდ დროებით გავაცილე დროის მიგრანტი,
დაგელოდები იქნებ ერთხელ დაეშვას ჩვენთვის,
და დააბრუნოს თვითმფრინავმა ძმა ემიგრანტი....

დებს ძმები არ უნდა უკვდებოდნენ ????

ლ.ბ
29/05/2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები