ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2024


უმოკლესი შექსპირული სონეტი ციცერონს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ციცერონს*
(შექსპირული სონეტი)

ვზივარ უთქმელი,
დავღონდი რადგან,
ბრძენს ნუღარ მელით,
ცუდი დრო დადგა.

ეურჩებიან
მშობლებს შვილები,
მარტო რჩებიან,
დაგეშილები;

აუტანია
სუყველა წერას
ნამეტანია
წიგნების წერა!

იცვალნენ დრონი!-
წუხს ციცერონი.

-  - -
*ციცერონს მიეწერება ციტატა: ,,ცუდი დრო დადგა, შვილები მშობლებს აღარ უჯერებენ. ყველა წიგნს წერს ( ძვ.წ. 1 საუკ)

  ტრადიციულად, ქართული სონეტი 14 მარცვლედია. ვცადე , მაქსიმალურად “შემემოკლებინა” ტაეპი. სათაურიანად 30 სიტყვაში მინდოდა ჩატევა და  გამომივიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები