ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2024


მოვარჯულე

ჩემმა მეორემ შიში მომგვარა.
აქამდეც იყო, მაგრამ სხვაგვარად.
ვცადე იგნორი და ვცადე გაცლა
თუმც მან არჩია ადგილის გაცვლა.

ჩამანაცვლა.

იარა ასე ერთი-ორი თვე
თავი მოქონდა ძლიერად და მხნედ
ის ყველაფერი, რაც თავს გადაგვხდა
სურდა ეძერწა ჩვენს სულ სხვაგვარ ზნედ.

ბოდიში.

თვითონ მომიგდო უკან შტურვალი
წერილი დამხვდა : "მე დავასრულე".
ბნელში ვიპოვე მშიერ-მწყურვალი
და კულისებში ძლივს მოვაბრუნე.

მოვარჯულე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები