ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 ივნისი, 2024


Clare Harner - Do not stand By my grave, and weep

კლერ ჰარნერი - ჩემს სამარესთან შეეშვი გვრინვას

ჩემს სამარესთან შეეშვი გვრინვას,
მე იქ არა ვარ, შიგნით არ მძინავს,
რადგან ქარი ვარ, ათასგან მქროლი
და ანდამატის ციალი თოვლში,
ვარ თავთავებზე დამდგარი ბაკმი
და შემოდგომის სათუთი ნამი.
როდესაც დილით არ ისმის ჩქამი,
მისწრაფება ვარ ჰაერში ჩქარი
წყნარი ჩიტების ფრთამალი გუნდის,
დღის სინათლე ვარ, შემცვლელი ბუნდის.
ჩემს სამარესთან ნუ ტირი ჯავრით,
მე იქ არა ვარ, არა ვარ მკვდარი.

9 ივნისი, 2024 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://en.wikipedia.org/wiki/Do_Not_Stand_at_My_Grave_and_Weep

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები