ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2024


თებეას

ეს ის სიმღერაა , რომელიც მამაჩემს უნდა ემღერა ჩემთვის .
ვერ მიმღერა , მე შენ გიმღერი .
ეს ის ხმაა , მამაჩემს რომ უნდა მოეტანა ჩემამდე ,
გზაში რომ წაართვეს ღმერთებმა მთებში .
ეს სიტყვაა ,
სიტყვა სითბოა .
მერე გააცივეს , გადააგვარეს , გადააჯიშეს .
დაიმახსოვრე ,
ხმა სიმკაცრის არ არის მამა ,
მამა დედის სიყვარულია , შვილო .



ჭიკ-ჭიკ
ჭიკ-ჭიკ
ჭიკჭიკებენ ,
სულის ხმები გარეთ .
სულიც ერთი ფრინველია
ერთი დიდი ჩიტი
და როდესაც მომავალში თავის მწვანე თვალებს
გაახელს და გაიღიმებს სადმე სხვა ცის იქით ,
იქ ვიქნები .

შენთან ერთად ,
შენთან ერთად ,
მარად .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები