ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლენ
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2024


ხმაური

უნდა წავიდეო, მითხრა მეგობარმა
მითხრა უთქმელობით, მითხრა გარიდებით
ხელი მომეცარა, თუმცა ვერას ხვეწნას
ვერ დავუწყებ მე და ვხვდები გარინდებით
ამბავს..
ალბათ, გადავიტან ასეთს მე  უამრავს.
თითო ნიჩაბ მიწას აღარ ამოვაკლებ საფლავს.

უნდა წავიდეო, მითხრა მე მშობელმა
დაიღალა ვგონებ.. ღმერთო, როგორ ცხელა..
ახლა ვიაზრებ რომ ქვეყნად ვერავინ და
ვერასდროს იქნება ჩვენთვის პანაცეა
სულის..

მოთელვა :

დავიწყოთ მოსმენა უწყვეტი ხმაურის.
ფიქრების  მოსმენა აზრებს, შინაარსებს  უცვლის
მოვლენებს.
გუშინდელი დასკვნა ვეღარსად იძიებს მოწმეებს.
მიმდინარეობას, საწყისებს და მიზეზშედეგობრივ კავშირებს -
ეს ხმაური ართავს ზემოთ ხსენებულებს მრავლად ნაირნაირ არშიებს..

მერე... ნაფაზები მამშვიდებს.

თითქმის გამჭვირვალედ ოდნავ შემოსილ სულს კიდევ უფრო აშიშვლებს.
გათამამებული - ჰარმონიის ვალდებულებასაც აკისრებს.

ისეთი გრძნობაა, მივხვდი, თითქოს არსს ჩავწვდი.
მაგრამ ზუსტად ვიცი, ხვალაც, ზეგ-მაზეგაც
ხმაურს მოქმედებას დავაცდი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები