ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2024


მხოლოდ ბავშვები

მხოლოდ ბავშვები - ტეჰრე ზემირმა ალაჰს მიმართა - მხოლოდ ბავშვები, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ აღარაფერი გვეშველება

ომი რომ დამთავრდეს, მაინც აღარ გავცოცხლდებით. ხომ იცი, როგორ სიცოცხლეს ვგულისხმობ?!

ორმოცს მივუახლოვდით მე და შამსე, ვაზებში აღარ ჩავწვებით დამალობანას თამაშის დროს და მეც აღარ ჩავფიქრებდი ბალახზე მოსრიალე ჭიამაიებზე.

იცი, ჭიამაიებს ვეღარ ვხედავ. არ ვიცი, გადაშენდნენ, ბომბების ეპიცენტრში ყოფნა არ მოსწონთ თუ ეს ბავშვობის ლამაზი ჰალუცინაცია იყო.

ამაზე წუხელ ამირმა თქვა, ციცინათელები ბოლოს როდის ნახეთო?! ვერავინ გავიხსენეთ...

და ასე, ტყვიებისგან თავდასაცავად ვირთხებივით თხრილში შევიწროვებულებმა, ბევრი რამე გავიხსენეთ, რაც აღარ არსებობს.

ადრე, შუაღამისას სოლომონიიდან ცაში რომ აგეხედა, ვარსკვლავებით მოჭედილი იყო ცა, ახლა კი ალაგ ალაგ, მბჟუტავ სინათლეს თუ დაინახავ, მაგაზეც იმას ფიქრობ, ბომბი ხომ არ არისო და გულში შიშის ვიბრაცია დაგივლის.

რაბინს რომ კითხო, იტყვის, ომის ბრალიაო, მაგრამ მგონი, უბრალოდ გავიზარდეთ.

ამიტომ, მხოლოდ ბავშვები გაარიდე აქაურობას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები