ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ივნისი, 2024


2012 წლიდან ჩემთვის ყოველი ამაღლება დედაჩემის გარდაცვალებასთან ასოცირდება

2012 წლიდან ჩემთვის ყოველი ამაღლება დედაჩემის გარდაცვალებასთან ასოცირდება.

დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 2012 წლის 24 მაისს გადაინაცვლა მარადისობაში.

12 წლის წინ 24 მაისი ამაღლების დღესასწაული იყო, ქრისტეს აღდგომიდან მეორმოცე დღე (აღდგომა ხომ გარდამავალი დღესასწაულია).

დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში,
ჩემი ჯავრით თუ დარდით კვდებოდა,
მე დედა სწორედ დამაკლდა მაშინ,
ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა.

დღეს დედაჩემი ჩემს გულში ცოცხლობს,
ჩემი გული კი უფალს უგალობს,
მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო,
როგორც დედაჩემს სურდა უფალო.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები