ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2024


ხიბლი მოლხენისა

ელფერი შენი გუშინდელი სიზმარის მსგავსი,
და შენი ფეთქვით უნაყოფო დარჩება ფარსი,
რომ განიგმირა უგმიროთა რჯულის დიდება?
ასეა ფეთქვა და სარჩული თეთრი იქნება,
მე ვბორგავ ღამეს გაუკვალავს საჭირნანახი,
მე გარიჟრაჟის აფეთქებით ვნახე სამარხი,
რომ განიგმირა უგმიროთა რჯულის დიდება?
ასეა დარჩა, ღამის მსგავსი ნეტავ იქნება?
შენ ყოფნას ყოფნა თუ კი სარქველს კიდევ დაიცავს,
თუ კი იტირებს ჭირნახული სხვისი ეკალი,
მაშინ შენ გმირი უნაყოფო მიწას დაიცავ,
სათქმელი ზუსტი და საშველი თურმე ეს არის,
მითქვია ერთიც და სამზერად არად დარჩება,
რომ განგმირული გულისპირი შენაც გეწადა,
ავია ხედვა და საშველად მზე რომ აკვდება,
ჯობდა თავი და სიყვარული გამოგეცადა,
სიშორე მიყვარს უნაყოფოდ დარჩა ეკალი,
რომ ბურთულებსაც ნაცნობივით თაფლი წაუსვეს,
თუ კი მარდი ხარ სანაყოფო მიწა ეს არის,
ემთხვია ზეცა და სიშორე წყებად წაუსვეს,
მოვიმკი ისევ რასაც ვთესავ, არა იჩივლო,
თუ გულისპირი სამკაულად შენაც გაბია,
მირბოდი შორით უსახსრობა ნახე იტყვი რო?
ნაცნობად მიწა და შორი გზა გაინაბება,
სანამ იტირებს მანამდედაც ვნახავ მკათათვეს,
რომ სიშორიდან განდიდება თურმე ესოდენ,
იწვოდა მიწა ოხ ნეტავი რაღა გადარგეს,
მინდა რომ მტერი უშვილობით რომა კვნესოდეს,
შემშურდა შენი უსიტყვობა ასე დავდივარ,
რომ განიზრახა უსახური ჩუმი ბილიკი,
ვიწვოდი სახლში უნიათო ასე დავრბივარ,
მომსდევდა წვიმა და შენია ჩემი ქილიკი,
ვახ საქართველოვ ჭირიანად ასე გაცრილო,
რომ გაუცრელად იტირებდა ბევრი ამ ღამით,
სიტყვებო ჩუმო და ცრემლებო ჩემო განცდილო,
ვიღლები უკვე უკან მომდევს უსიტყვო ზვავი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები