ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2024


სავსე მთვარე

ბებერი მგელი დაეძებს ბილიკს,
სავსე მთვარისკენ
ახლოს მისასვლელს...
მისი ყმუილი წააგავს ტირილს,
ოღონდ, უცრემლოს, დარდის სისავსით... 
მხრები სულ ოდნავ უტოკავს ნიავს,
არ სძინავს ბალახს,  ნიავმოთელილს...   
წერს მთვარე სევდის მონოგრაფიას,
ნამის თითებით მწვანე ფოთლებზე...
სავსე მთვარეზე ღამე შამანობს,
ცეცხლმა ალები ჩააფერხულა... 
გაკრთა მგლის თვალი შავბნელ შამბნარში,
ცაზე კი მთვარე იდგა მეფურად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები