ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2024


ქარაფები

ვეტყვი, გაფიქრებაც თურმე შემიჩვენეს,
რახან არეულმა თეთრად განდგომილმა,
მოდი უგზოობა ღმერთო შენ მიჩვენე,
მითხრა სამწუხაროდ ჩემმა მგალობელმა,
ვახ მე საქართველოვ ჩუმად სამზირალო,
ვახ მე ირონია გულზე რომ მაწყდება,
თუ კი გულისკიდე ბაღზე ვანაცვალო,
წვიმის წვეთიანად ქვაზე დაასკდება,
ჩემო ვენახებო ცამდე აზვირთულო,
ჩემო საქართველო ასჯერ გაყიდულო,
ჩემო იანვარი მარტით შენაფერო,
იქნებ თქვენი გული ისევ გავამთელო,
სუსხმა გაისისას ჩუმად შეპირულმა,
ასე წაქცეული ვისღა ვეყვარები,
ჩვენმა ქართველებმა უთხრეს შეფიცულმა,
შენი ნაყვარები ჩვენი ეს ხელები,
ისევ დაემტვრევა საყდარს ჩარაზვიდან,
გულის ნაპერწკალი აზრთან შენახვედრი,
თითქმის ვღელავდი და მითხრეს ზარებიდან,
სიტყვა მარგინალი, სიტყვით ენამთელი,
ჩემო სანატრელო,ჩუმო საქართველო,
ჩუმად არ ყოფნისა დგება გარიჟრაჟი,
ჩემო იანვარო,მარტით შენაფერო,
შენ ხარ ჩემი გზების ხვალით ამირბარი,
რაკი უგზოობა სიტყვებს შეეხიდა,
რაკი განთიადმა განზე გამისროლა,
იყო დოდგორი და მეც მანდ გამივლია,
იცი მარტოობა ღმერთმა არ იცოდა,
ჩემო საფიქრალო ჩემო ადათ-წესო,
ჩემო უნაკვეთო ფიქრით გამსაჯეო,
ვებრძვი იდას და შიდა განაწესსო,
თუ კი დავაშავე მითხარ დაგსაჯეო,
ჩემო უგანობავ ჩემო სიგრძისაო,
ჩემო აღმართულო თეთრო ალამივით,
ვარ მე მთვარეული არა სიძვისაო,
ვიწვი ამის მერე ნაყიდ წალამივით,
სიტყვავ ჩემო მზეო აზრზე გადაცვლილო,
ჩემო უანგარო აზრის გადინებავ,
ვიცი ისევ მეტყვი მეტს მე არ გაცლიო,
ჩვენი საქართველო სხვისი არიქნება,
თუ მზეს შეადარებ ჩემსას, გაიღიმე,
თუკი იღიმები წვიმა არიქნება,
ჩემო უანგაროვ წვიმა აირიდე,
ჩემი გაზაფხული შენთვის დაიცლება,
ვიტყვი უანგაროდ, ისევ შემეხიდე,
ისევ აზრებიდან მითხრეს დაკარგული,
წელს ვერ გავიმარჯვეთ?აზრებს გაერიდე,
არ ვართ ლაჩრები და ვერცა დაჩაგრულნი,
სიტყავ ჩემო მზეო, ჩემო, აგვისტოა,
ხურს და გაახურებს აზრებს იანვრისას,
უნდა გაფიქრება თქვენით დავიწყოა,
სანამ სასიკვდილოდ დამჭრეს გაისისას.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები