 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 ივნისი, 2024 |
,,- როცა ყველაზე მეტად მოგენატრება დედა, ღვთისმშობლის ხატთან დაიჩოქე და დედაშვილურ სითბოს იგრძნობ!“..
ამონარიდი ქართული წიგნიდან
დედაჩემს არ უყვარდა გაზაფხული. წელიწადის ეს დრო მისთვის 9 აპრილის ტრაგედიასთან ასოცირდებოდა.
დედაჩემს ჭირის დღესავით სძულდა ბილწსიტყვაობა, არ უყვარდა უზრდელი ადამიანი. ძალიან განიცდიდა, როდესაც სადმე გინებას გაიგონებდა, მითუმეტეს დედის გინებას. დედის გინება ღვთისმშობლის გინებასაც ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.
დედის მაგინებელ ბიჭებზე შესანიშნავი ლექსი აქვს დაწერილი ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილ პოეტს - ნოდარ ჯალაღონიას. ლექსს სათაურად ,,შეგინებული დედები“ დაარქვა.
ნოდარ ჯალაღონიას ლექსში ასეთი სტრიქონები აქვს:
,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“
დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 53 წლის ასაკში გადაინაცვლა მარადისობაში.
დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.
მსიამოვნებს უფროსი თაობის ქალბატონები ,,შვილო“-თი რომ მომმართავენ. ამაზე სასიამოვნო მოსასმენი არაფერია ჩემთვის. ❤ დედაჩემს ყველა უყვარდა, ვისაც ჩემთვის თუნდაც ერთი ტკბილი სიტყვა აქვს გამეტებული.
არასოდეს მიმიმართავს დედაჩემისთვის სახელით, ყოველთვის სიტყვა ,,დედა“ მეკერა პირზე, დედაჩემს კი - ,,შვილო“.
არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე ,,დედაშვილობა“.
არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
დედაჩემი მენატრება, გული მტკივა ძალიან, არ ჩამიქრო კელაპტრები ღვთისმშობელო მარიამ.
მსურს ვუძლებდე ტანჯვას ამდენს, მფარავდე და მწყალობდე, რომ ამქვეყნად სიკვდილამდე სიყვარულით ვგალობდე.
რომ ვხედავდე ქართველობას ლაღს და არა დარდიანს, მისთვის მინდა მარტვილობა, ეგ ჩემს გულსაც სწადია.
მთელი ქვეყნის ბედზე მლოცველს - გული მტკივა ძალიან, ივერია დამილოცე, ღვთისმშობელო მარიამ.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან თბილი, ტკბილი სიტყვებია
არასოდეს მიმიმართავს დედაჩემისთვის სახელით, ყოველთვის სიტყვა ,,დედა“ მეკერა პირზე, დედაჩემს კი - ,,შვილო“. ნათელი დედას! ძალიან თბილი, ტკბილი სიტყვებია
არასოდეს მიმიმართავს დედაჩემისთვის სახელით, ყოველთვის სიტყვა ,,დედა“ მეკერა პირზე, დედაჩემს კი - ,,შვილო“. ნათელი დედას!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|