მე გავხდები ბრმა და მუნჯი, შენ კი, ზღვაზე გაირუჯე, გესტუმრები დღეში ხუთჯერ, აგიფეთქებ სამოვარს. რომ აგირევ წიგნის უჯრებს, შემშურდება შენი „ქუჯი“ და რომ თვალებს დამილურჯებ ლურჯი გზებით წამოვალ.
არ მომცემენ ჩინებს, მედლებს, მეტყვიან, რომ ჯერ ვარ ნედლი, მერე გიო შემიკედლებს, ვერ ეტევა კანში რომ. თითქოს მძიმე სენი გვჭირდეს, ვუსმენთ დათუაშვილ ჯილდას, დაარიგეს ყველა ჯილდო, ეჰ, მწერალთა კავშირო.
თავი ჯერ ჯერობით გაგვაქვს, ვზივართ აგერ, ვწამლავთ თაგვებს, ახლა ზარატუსტრა ვთარგმნეთ, როგორც ხელი ბაქარა. როცა ნაგვის პარკი გამაქვს, განა ვნატრობ ზღვაზე ჰამაკს, შენთან დასამალი რა მაქვს, სადმე, ოღონდ აქ არა.
გიო იწესრიგებს ნუნებს, წაუკითხავ წიგნებს სუნავს, გაგვიცუდა ოსასუნამ - გიო არის შამანი. სულ იძახის: კაცი ხარო თუ არ ლპები და თუ ხარობ და ვინც დალპით სამწუხაროდ- მოგი××ანით მამანი!
ლია უყვარს... რა და როგორ ნუღარ მკითხავ. კაი გოგო, ინჟინერი, პედაგოგი, სპილოების დამცველი. მერე რა რომ დავრჩი ნავად, მერე რა რომ ფანჯარა ვარ, იცის, ნახა - კაჭარავა ფოთლებს კრეფდა დაცვენილს.
ჩემო კარგო, გოგოს ვნებით უყვარს ვან გოგ- გოგენები, საიდუმლო მოგონებებს ვერცხლის სკივრში ინახავს. გოგოლს ვკითხულობდი მთლიანს, ვკითხე: გიო გოგო ლია როგორია? გოგოლიანს მითხრა - ზღვები გინახავს?
ვფიცავ ლანსელოტის ტოლას, რაინდ კრისტოფორე ნოლანს, ზღვას გულისხმობ ყინულოვანს ალბათ, ჩემო ძმაკაცო. გადავკოცნე _ გამაქვავა გავცივდი და გავხდი ავად, გავიფიქრე ჩემდათავად მეორედ თუ გაკოცო.
გიო როგორც მარიკელა, გიო როგორც დალი, კელი, ცოტა მაინც დაიკელი - ნუ გახდები მსუქანი. ჩემს დატანჯულ გულში სულ ხარ ბელა ზის და ამბობს: სულხან, სულხან სულხან სულხან სულხან სულხან სულხან სულხანი.
შემოფრინდა ბუზი ვაგზლის, ბუზი ჩემპიონი ცხრაგზის. გიო მეუბნება: გაზის -პროფილით პოლ შენარი. აითვისა ჩემი კუზი, მე კი ვზივარ_ იალბუზი. უმუშევარია ბუზი და მეც უმუშევარი.
თუ გინდა რომ ჰგავდე კანდელს, თუ არ გინდა კაცი ყარდეს, ყველას თითო ბუზი ყავდეს ნამცხვარს ჭამდეს ჯემიანს. ფრანგულ ბუზებს ირჩევს ნია, მე კი ჩემი მირჩევნია, ოსია თუ ჩეჩენია ჩემი ბუზი ჩემია.
გიო, გაიწიე განზე, რაღაც დაგვრჩა გიო გაზზე, გიო, რეკავს გიორგაძე, ქუთაისში არ ჩავალ! მოვიფიქრებ რამე საბაბს, მოვიხურავ როცა საბანს, მესიზმრება _ ნანატრ საბას მართმევს დათო ქარჩავა.
ჰქონდა პირობები რიკოს, ჰქონდა მწვანე გზები რიკოთს, რას ამბობდა ნოდარიკო, მითხარ უჩინ-მაჩინო? დაანებე თავი სულხანს, ის რას მოგცემს- წყალს და სუხარს, მისახედი მაინც თუ ხარ გიომ უნდა გარჩინოს.
თუ უძინარ მუეძინებს ურჩევს აღარ დაიძინონ, თუ არ იცის წერტილ- მძიმე კაცი რისი კაცია ორ აწევას ვშვრები, თანაც წერა ვიცი იმისთანა შენგან მინდა, ჯონათანო, მხოლოდ პუნქტუაცია.
სანთლით ამოვავსეთ ნიშა, შუქი გულგრილობის ნიშნად, ფილმის ბოლოს გაითიშა. არამიშავს - მეომეთ. დაამარცხა ხალხმა შიში, დაუმთავრდათ ბავშვებს ქვიშა, მერე იეშუა იშვა, ჯვარს გააკრეს მეორედ.
სხედან კამათობენ ვითომ, მამა პავლე, მამა ფრიდონ, ვინ გააკრან, ვინ გაყიდონ, ვინ გახადონ ლეგენდა?! ამიტომაც, როგორც სულთანს, სადღაც ტყეში ვმალავთ სულთანს, ვინღა მივალთ მაგის სულთან, სულთან, სულთან შეგვინდე!
ბალახა ზის აივანზე, სადაც რტო მთავრდება ვაზის, მეგობარი ჯავახაძის, (ჯავახაძე მემრუდა). ის როდრიგო იყო ქოსა მაგრამ დაუმალავს მგოსანს და აქამდე როდრიგოსაც არ აძლევდა გერტრუდა.
მე ვინ გამომივცხობს პურებს?! ვინ მანახებს ზღვას და ყურეს?! მაინც არ ჩამოვყრი ყურებს თუ მიმღერებს ჯაფარა. ვერ გამჭყლიტავს ბევრი ტონა მაგრამ როგოს ჰემატომა, ყველამ ბანკებს შემატოვა, ვინც კი სესხი დაფარა.
მე დაცემას ვგავარ ტროის, ბოლო ფულებს ვართმევ როის, მოგონებას ყველა დროის, მასში სინდის ვაღვიძებ. ვეტყვი: დაგიბრუნებ მგონი, ვეტყვი: ვეღარ მოვიგონე, მეც არ გყავდე მორიკონე, შენც არ მყავდე ლაღიძე.
პაპუ _ განტევების ვაცი, აღარც ქოცი, აღარც ნაცი, ამბობს: რაღას მერჩით კაცო?! გამარჯობა, ვიცე_მერ. პაპუს უკეტავენ დამბებს, პაპუს უმალავენ ამბავს, მას კი უნდა მხოლოდ ბამბა, ბამბასაც არ მისცემენ.
თუ ეს ლექსი გავა ლიტზე, არ ვიმსჯელოთ გაბარიტზე. ჩემი ძმაა გაბაიძე, ჩემი ძმაა მინდოზა. როგორც ნაწილაკის მასა, გავქრი_ ვერ მიპოვის ნასა, ცულს მოვიტან ცუნცულასა, მოგითიბავ მინდორსა.
მხოლოდ იმის, მხოლოდ ერთის, სადაც მტკვარი არაგვს ერთვის, ცოტა ჩემი, ცოტა ღმერთის, როგორც სევდა არ ყოფნის. მზის ჩასვლაა ნათი მათი, ჩემი ნათი _ ათინათანი, ნეტავ იყოს 10 ნათი _ ერთი ნათი არ მყოფნის.
ვრეცხავ შარვლებსა და წინდებს, შენთან გამოგცევა მინდა, მაგრამ ბინდი, ბინდი, ბინდი, ვეღარ ვუსწრებ კარნავალს. სურვილი გაგვს ჩემი მოკვლის, მაგრამ ზღვიდან სიო მოქრის და გიცქერი როგორც ოქროს, ჩამავალ მზეს ჩამავალს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. "თუ უძინარ მუეძინებს ურჩევს აღარ დაიძინონ, თუ არ იცის წერტილ- მძიმე კაცი რისი კაცია ორ აწევას ვშვრები, თანაც წერა ვიცი იმისთანა შენგან მინდა, ჯონათანო, მხოლოდ პუნქტუაცია."
არ გითვლი ამას, ელიავა!
: )))
"თუ უძინარ მუეძინებს ურჩევს აღარ დაიძინონ, თუ არ იცის წერტილ- მძიმე კაცი რისი კაცია ორ აწევას ვშვრები, თანაც წერა ვიცი იმისთანა შენგან მინდა, ჯონათანო, მხოლოდ პუნქტუაცია."
არ გითვლი ამას, ელიავა!
: )))
12. კრავაი ზვერელს დიდი მადლობა. ბიჭებმა ჩვენ პეპლები გვეგონაო )
კრავაი ზვერელს დიდი მადლობა. ბიჭებმა ჩვენ პეპლები გვეგონაო )
11. თოლია, კარგად გადაიკითხე ") თოლია, კარგად გადაიკითხე ")
10. უბრალოდ,გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ! ! ! გეფერებიიიი!!!
მგლები ხართ,ბიჭებო!!! უბრალოდ,გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ! ! ! გეფერებიიიი!!!
მგლები ხართ,ბიჭებო!!!
9. პასუხი თემურ ელიავას, რომელმაც მითხრა: ვერ მოერევიო
იცი რამდენია სამოცდაექვსი? იცი რამხელაა, რა ცოტა, მოვედი? გაგირითმე სადმე ლექსი? ნერვებზე რატომ მომშალე? რიგი რიგია და წესი წესი, ახლა ვერ უშველის თავშალი.
გინახავს ოდესმე წამეგო რო, ჩემთან მეფე ლომიც ლემურია, სადა ხარ შე ჩმორო მაკგრეგორო, გაშალე პირსაცოხი თემურია!
სიზმრებში საბანი გადაიძრე, იცოდე, ეს რკინის ხელია, მაგრეგორს კიარა, გაბაიძეს... არა, გიო საყვარელია...
და მაინც, ეჭვი რომ შეგეპარა ვიღაც ირლანდიელს მადარებ, არაფრით არ გამოვა მასე, არა, ან ეგრე მარტივად სად არი? მაგას და ნურმაგედოვს პარა-პარა ძალმიძს რომ მოვუწყო ავდარი.
ვინც წყალში დოპინგი შეურია, ვერ ვხედავ მათში ჩემს შესაბამს, კბილებით აგიწყობ თემურია იმათი კბილებით ყელსაბამს,
ისე ვარ, ჭადრაკში როგორც ნონა, მუშტებში ბამბებს გამჩრიანო, დამანგრეველია მძიმე წონა ჩემში დაიბადა მარჩიანო,
ჩემია რინგი და ტატამი, ნურავინ იქნება გნიდა, თუ გინდა გეკავოს ასტამი, მე მხოლოდ მუშტები მინდა, ხომ გახსოვს? "მომსდევდა ქათამი, ქათამი მომსდევდა ტყიდან!"
პასუხი თემურ ელიავას, რომელმაც მითხრა: ვერ მოერევიო
იცი რამდენია სამოცდაექვსი? იცი რამხელაა, რა ცოტა, მოვედი? გაგირითმე სადმე ლექსი? ნერვებზე რატომ მომშალე? რიგი რიგია და წესი წესი, ახლა ვერ უშველის თავშალი.
გინახავს ოდესმე წამეგო რო, ჩემთან მეფე ლომიც ლემურია, სადა ხარ შე ჩმორო მაკგრეგორო, გაშალე პირსაცოხი თემურია!
სიზმრებში საბანი გადაიძრე, იცოდე, ეს რკინის ხელია, მაგრეგორს კიარა, გაბაიძეს... არა, გიო საყვარელია...
და მაინც, ეჭვი რომ შეგეპარა ვიღაც ირლანდიელს მადარებ, არაფრით არ გამოვა მასე, არა, ან ეგრე მარტივად სად არი? მაგას და ნურმაგედოვს პარა-პარა ძალმიძს რომ მოვუწყო ავდარი.
ვინც წყალში დოპინგი შეურია, ვერ ვხედავ მათში ჩემს შესაბამს, კბილებით აგიწყობ თემურია იმათი კბილებით ყელსაბამს,
ისე ვარ, ჭადრაკში როგორც ნონა, მუშტებში ბამბებს გამჩრიანო, დამანგრეველია მძიმე წონა ჩემში დაიბადა მარჩიანო,
ჩემია რინგი და ტატამი, ნურავინ იქნება გნიდა, თუ გინდა გეკავოს ასტამი, მე მხოლოდ მუშტები მინდა, ხომ გახსოვს? "მომსდევდა ქათამი, ქათამი მომსდევდა ტყიდან!"
8. 5-ჯერ წავიკითხე და ანუ, ამ ლექსში მე ნახსენები არ ვარ?!
ლექსებს რო არ ვწერ, იმიზა?? თქვენი ( ტექსტში მოხსენიებულთა) პოეტობა არ გაიშვას, არსად!
:))))
რა მაგარია, თითქმის ყველას რომ გიცნობთ და მიყვარხართ <3 5-ჯერ წავიკითხე და ანუ, ამ ლექსში მე ნახსენები არ ვარ?!
ლექსებს რო არ ვწერ, იმიზა?? თქვენი ( ტექსტში მოხსენიებულთა) პოეტობა არ გაიშვას, არსად!
:))))
რა მაგარია, თითქმის ყველას რომ გიცნობთ და მიყვარხართ <3
7. მარტოსული რა ლოგიკითაა ვერ მივხვდი :D აღნიშნული პირები კიარ გამოვუგონივართ? :D
კაი იყო ყველაფერი მარა ჩემი ფავორიტი ბუზის ეპიზოდი გახდა მაინც... მარტოსული რა ლოგიკითაა ვერ მივხვდი :D აღნიშნული პირები კიარ გამოვუგონივართ? :D
კაი იყო ყველაფერი მარა ჩემი ფავორიტი ბუზის ეპიზოდი გახდა მაინც...
6. ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ორი ელიავა ჰყავდეს )) ერთი და განსაკუთრებული, ისიც ჩვენი მემატიანე, შიკარნა! <3 ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ორი ელიავა ჰყავდეს )) ერთი და განსაკუთრებული, ისიც ჩვენი მემატიანე, შიკარნა! <3
5. ხიდო პოეზიისა, მადლობა რომ წაიკითხეთ. კარგი ნიკით ხართ. პატივისცემით თ.ე ^3 ხიდო პოეზიისა, მადლობა რომ წაიკითხეთ. კარგი ნიკით ხართ. პატივისცემით თ.ე ^3
4. ამასთან ერთად მინდა გითხრა რომ უდიდესი ემოციის გამოწვევა შეუძლია შენს ლექსებს,ეს განსაკუთრებული ნამუშევარი კი შეგიძლიათ თამამად აღწეროთ სიტყვებით გენიალური,უშიშარი და მარტოსული ადამიანი ყოფილხარ,რაც ჩვენი დროის ჭირიც არის და ხიბლიც,ვგულისხმობ ჭირში კეთილის მარტოსულობას,და ხიბლში უშიშრობას.მადლობა ამ ემოციისთვის,პატივისცემით თ.გ. ამასთან ერთად მინდა გითხრა რომ უდიდესი ემოციის გამოწვევა შეუძლია შენს ლექსებს,ეს განსაკუთრებული ნამუშევარი კი შეგიძლიათ თამამად აღწეროთ სიტყვებით გენიალური,უშიშარი და მარტოსული ადამიანი ყოფილხარ,რაც ჩვენი დროის ჭირიც არის და ხიბლიც,ვგულისხმობ ჭირში კეთილის მარტოსულობას,და ხიბლში უშიშრობას.მადლობა ამ ემოციისთვის,პატივისცემით თ.გ.
3. დაგვეწია სევდა ჟღერით, დაიკვეხნი მონა ბერით? არამზადა გვიდებს თავთან, ლექსებს ხვამლის აივანთან, ჩუმი ბასრი ნელი კემსვა, დამაბნია წერის წესმა, არსი მადლი ჩუმი ჭერი, ყველას შვენის შავი წვერი... დაგვეწია სევდა ჟღერით, დაიკვეხნი მონა ბერით? არამზადა გვიდებს თავთან, ლექსებს ხვამლის აივანთან, ჩუმი ბასრი ნელი კემსვა, დამაბნია წერის წესმა, არსი მადლი ჩუმი ჭერი, ყველას შვენის შავი წვერი...
2. ყველაზე კარგი, ყველაზე ჩვენი და ყველაზე მართალი ლექსი. ყველაზე კარგი, ყველაზე ჩვენი და ყველაზე მართალი ლექსი.
1. პ.ს ვინაიდან ჟანრი სატირა არ გვაქვს იუმორისტულიში გამოვაქვეყნე პ.ს ვინაიდან ჟანრი სატირა არ გვაქვს იუმორისტულიში გამოვაქვეყნე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|