ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სრულიად უემოციოდ აუყვა სახლის კიბეებს, რატომღაც აზრადაც არ მოსვლია ლიფტის გამოძახება, მოაჯირს ისე ეყრდნობოდა, თითქოს უჭირს ასვლაო, მაგრამ არ უჭირდა, უბრალოდ ასეთი ნელი ტემპი, სიტუაციისთვის შესაფერისად მიაჩნდა და მიიზლაზნებოდა ისე, თითქოს ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი კიარა, დაჩაჩანაკებული მოხუცი ყოფილიყო. ბოლოს, როგორც იქნა მიადგა მერვე სართულს, ცალი ხელით საკუთარი სახლის კარს მიეყრდნო, მეორე მომუჭა და ზედ დააბრახუნა. _ ახლავე _ გაისმა სახლიდან ხმა. მეტად აღარ დაუკაკუნებია, ხმა გაიგონა თუ არა, ერთი ნაბიჯით მოსცილდა კარს, ჯერ ზარს ახედა, ლიფტისა არ იყოს, არც ამაზე უფიქრია თუ რატომ არ დარეკა ზარი, მერე კიბეებს ჩახედა, ერთი გაფიქრება გაიფიქრა, უკან ჩავალ და სიგარეტს ვიყიდიო, მაგრამ მაშინვე უარყო ეს იდეა და კარს მიაშტერდა. ნებისმიერი, ვინც მას იცნობს, ახლა რომ მის გვერდით მდგარიყო, აუცილებლად დაუსვამდა ოთხ კითხვას: 1 _ სიგარეტი რატომ არ იყიდე? 2_ ლიფტით რატომ არ ახვედი შინ? 3 _ რატომ დააკაკუნე ზარის დარეკვის ნაცვლად, ანდაც, საერთოდ რატომ არ შეაღე შენივე სახლის კარი? 4 _ რაღაც უცნაურად მეჩვენები, ყველაფერი რიგზეა? თუმცა მის გვერდით არავინ იდგა, შესაბამისად, არც არავის დაუნახავს როგორ არ იყიდა სიგარეტი, როგორ არ გამოიძახა ლიფტი... აი კარზე ბრაგუნისა და იმის თაობაზე, იყო თუ არა ყველაფერი რიგზე, ნამდვილად მოისმინა კითხვა მისგან, ვინც კარი გააღო. _ შენ ხარ? რას აკაკუნებდი? შემოსულიყავი პირდაპირ. კაცი მძიმე ნაბიჯებით შევიდა შინ, მიმოიხედა, თითქოს ეუცხოებოდა ყველაფერი. _ რაღაც უცნაურად მეჩვენები, ყველაფერი რიგზეა? _ ჰკითხა ცოლმა. სწორედ ცოლი იყო ის, ვინც დაკაკუნების შემდეგ გამოსძახა, ახლავეო, ვინც კარი გაუღო და შინ შეიყვანა. _ არ გესმის როცა გეკითხები? კარგად ხარ? _ გაუმეორა ცოლმა კითხვა. _ კარგად? _ უპასუხა კითხვითვე. _ მეკითები კარგად ვარ თუ არა? _ ჰო, გეკითები, რადგან გატყობ რომ რაღაც მოხდა. _ არა! არა ვარ კარგად! _ ბოლო ხმაზე დაიღრიალა კაცმა, მიძინებულმა კორპუსმა, ანთებული ფანჯრების სახით გაახილა თითქოს თვალები. _ კარგი, დამშვიდდი... _ აკანკალებული ხმით უპასუხა ცოლმა, და შეეცადა რაიმე სწორი კითხვისთვის მიეგნო! თუმცა შეცდა. _ სამსახურშია რამე პრობლემები? კაცი კითხვის მოსმენისთანავე წამოდგა ფეხზე, მისთვის უჩვეულო, ბოროტი ღიმილი ჰქონდა სახეზე გადაკრული, ცოლთან მივიდა, ხელები სახეზე მოკიდა, თვალები თვალებთან ახლოს მიუტანა, ასე უყურებდა რამოდენიმე წამი, მერე კი უკან გადახარა თავი, რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოიქნია და ქალს გამეტებით ჩაარტყა ცხვირში. იკივლა ქალმა, ერთდროულად, ტკივილისა და შიშისაგან იკივლა, ქმარა კი წაქცეულს, ჯერ მუცლის არეში ჩასცხო წიხლი, მერე ფეხსაცმლის წვეტი ლოყაში ამოსცხო და ბოლოს მოუწევლობისაგან მოსული ნახველიც ჩააფურთხა კისერში. _ პოლიცია თუ მიკითხავს, მარკეტის გზაზე ვიქნები, ან მიმავალი, ან მომავალი _ დააყოლა ეს სიტყვებიც სახემოსისხლულ ქალს, რომელსაც არაფერი ესმოდა ყურებში ზუზუნის გარდა. სადარბაზოში გავიდა. _ რა ხდება, მშვიდობაა? _ ჰკითხა კარს მომდგარი რამოდენიმე მეზობლიდან ერთ-ერთმა, რომელსაც პასუხი არ გასცა, მხარი გაკრა უბრალოდ და კიბეებს ჩაუყვა. მხოლოდ ორი სიტყვა გაიგონა ამის მერე, „ღმერთო მომკალი“ იგივე მეზობლის სიტყვები იყო, როგორც ჩანს სახლის კარი შეაღო და ძირს დაგდებული, ნაცემი ქალი დაინახა! სადარბაზოდან გამოვიდა, გრილი ჰაერი ჩაყლაპა და იქვე, კორპუსის გვერდით მარკეტში შევიდა. _ ერთი კოლოფი, წითელი ლაქი სთრაიკი მომეცით _ თავაზიანად სთხოვა კონსულტანტ გოგონას. სანამ კონსულტანტი სიგარეტს აწვდიდა, საპატრულო პოლიციის სირენის ხმა მოესმა. _ უკაცრავად _ მოახედა სიგარეტის თაროსკენ მიბრუნებულს _ თუ შეიძლება, ორი კოლოფი მომეცით, ანდა... სამი იყოს, ჰო, სამი კოლოფი ლაქი სტრაიკი, წითელი. _ კი ბატონო, _ მიუგო კონსულტანტმა, და დახურული თაროდან სამი კოლოფი სიგარეტი ამოაძვრინა. კაცმა ორი კოლოფი ჯიბეში ჩაიდო, ერთი იქვე გახსნა და მარკეტის კართანვე მოუკიდა, რადგან გარეთ ქარს არ შეეშალა მოკიდებაში ხელი. მოუკიდა თუ არა გავიდა, იქვე ჩაიცუცქა, ერთი ღერი მოსწია და სახლისკენ დაიძრა. სადარბაზოსთან, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ეყენა. კიბეებს აუყვა, და როდესაც საკუთარ, მერვე სართულს მიუახლოვდა, ხმები მოესმა ზემოდან. _ ქალბატონო, თუ თქვენ არ იტყვით, რომ ეს ყველაფერი თქვენმა მეუღლემ დაგმართათ, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს რომ განყოფილებაში გადავიყვანოთ, არა და ეს ამ ეტაპზე აუცილებელია, კიდევ რომ არ განმეორდეს. _ უთხარი, უთხარი _ აქტიურობდა ერთი მეზობელი. _ არა _ ძლივს ამოთქვამდა სიტყვებს ქალი _ დავეცი რატომ არ გესმით? _ არ დაცემულა ბატონო პოლიციელო, არ ეტყობა რომ არ დაცემულა? _ წამოიყვირა მეზობელმა, თუმცა ზუსტად იმ დროს, როდესაც მომხდარი ამბის მთავარი გმირი შემოვიდა სახლში, შეშინებულმა შეწყვიტა სიტყვა და წამსვე დატოვა ოთახი. _ აზრი არ აქვს პოლიციელებო, ის არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს მომხდარს! _ ჩაერია საუბარში, და ახალ ღერ სიგარეტს გაუკიდა. _ რას არ აღიარებს? _ ოსტატურად სცადა გამოტეხვას პოლიციის თანამშრომელი. _ იმას, რომ მე ვცემე ასე გამეტებით. _ და თავად რას იტყვი? რა მოუვიდა თქვენს მეუღლეს? რატომ არის ასეთ მდგომარეობაში? _ იმიტომ რომ გამეტებით ვცემე. _ ტყუილია, _ წამოიყვირა ქალმა! _ სისულელეა, უბრალოდ ფეხი ამისრიალდა და დავეცი, ძალიან გთხოვთ დაგვტოვეთ მარტო და ჩვენით მოვგვარდებით. _ ესეიგი, აღარებთ რომ ცოლი სცემეთ? _ გული მოეცა პოლიციელს, ქალისთვის აღარც გაუხედავს. _ უკვე გითხარი, რომ მე ვცემეთქო! _ შეუყვირა პოლიციელსაც უკვე ნერვიული ხმით. _ თქვენ ბრალი გედებათ სისხლის სამართლის ას ოცდა მეექვსე, პრიმა მუხლის მიხედვით. გაქვთ დუმილის უფლება, რასაც იტყვით შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული სასამართლოზე. კაცმა უბრალოდ გაიღიმა, და ხელები გაუწოდა პილიციელს, ბორკილების დასადებად. _ მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს _ თქვა გზაში _ ციხეში, თუ წინასწარ დაპატიმრების იზოლატორში, თუ სადაც მიგყავართ, ზუსტად არ ვიცი, მოწევა ხომ შეიძლება? _ კაცს, რომელმაც ქალზე აწია ხელი, ჩემი ნება რომ იყოს, მოწევის უფლებას კი არ მივცემდი, სათითაოდ დავაჭრიდი თითებს და ძვლებსაც დავუმტვრევდი, რომ მეორედ თუ იდეად მოუვა მსგავსი რამ, განხორციელების ძალა მაინც არ ჰქონდეს _ უპასუხა პოლიციელმა _ მაგრამ სამწუხაროდ, ციხეშიც და წინასწარ დაკავების იზოლატორშიც, გაქვთ მოწევის ფუფუნება მოძალადეებსაც, მკვლელებსაც, ნარკომნებსაც, პედოფილებსაც და ყველას ვისაც ეს სამყარო თქვენზე გადაღებული ფილმი გგონიათ. მაგრამ მალე მიხვდები, რომ არ არის ასე. იმ დღეს, სულ ეს იყო, იზოლატორში მხოლოდ ერთი ბიჭი დახვდა, 20-21 წლის, შევიდა თუ არა, არც ისე თბილი გამარჯობა უთხრა, მერე კუთხეში დაჯდა, კედელს თავი მიადო, სახეზე მისთვის შეუფერებელი ღიმილი გაუკრთა, თვალები დახუჭა და ისე მშვიდად მიიძინა, თითქოს მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროს ლუქსში ყოფილიყო, მარტო... * * * რა უნდა მომხდარიყო? _ ეს კითხვა ბევრის ფიქრში ტრიალებდა. ბრაზზე და შურისძიების წყურვილზე დიდი ადგილიც კი ეკავა ამ კითხვას იმ ორი მამაკაცის გონებაში, რომლებსაც მამა და ძმა ჰქვიათ, და რომლებსაც, ზუსტად ისევე შეატყობინეს მეზობლებმა მომხდარი, როგორც პოლიციელებს. კორპუსთან, სწრაფად მომავალი მანქანა გაჩერდა, სწორედ მამა და ძმა გადმოვიდნენ იქედან, უკან ქალი იჯდა, რძალი. აფოფრილი ძმა, ნერვიულად დააწვა ლიფტის ღილაკს. _ რა მოხდა? _ იყო პირველი კითხვა შოკის მერე, შოკის, რომელიც სასტიკად ნაცემი ქალის დანახვით მიიღო ოჯახმა. _ შემთხვევით მოუხვდა _ ამჯერად ასე სცადა ქალმა იმ სიმართლის დამალვა, რომლის არსიც სხვებზე არანაკლებად აინტერესებდა. აღელვებული მამა, აბაზანაში გავიდა, გადაწყვიტა სახეზე შეესხა წყალი და ამით ოდნავ მაინც გამოსულიყო შოკიდან. სწორედ ამ დროს იხელთა დრო ძმამ! _ ხომ იცი _ დაათბო საუბარი _ ჩემთან ყველაფრის გამხელა შეგიძლია, იმას არ გეკითხები გცემა თუ არათქო, ისედაც ნათელია რამდენადაც არ უნდა დამალო. უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს, მე რაც არ უნდა იყოს, შენს მხარს დავიჭერ, მაგრამ, ამისთვის მთავარია შენ იყო ჩემთან მართალი! _ რა გინდა რომ გაიგო? _ თითქმის ბრაზით ჰკითხა ქალმა. _ შენს ცხოვრებაში ვინმე სხვა ხომ არ... _ რეებს ამბობ _ სიტყვაც არ დაასრულებინა ქალმა ძმას. _ არ ვიცი, აბა რა ვიფიქრო? თან ბოლო წლებია იმდენი და ისეთები მესმის, არაფერი გამიკვირდება არავისგან _ თავადაც გააუხეშა ტონი. _ გაგიჟდი შენ? _ საუბარში ჩაერია ცოლიც და ხელკავით სამზარეულოსკენ გაიყვანა. _ ციხეს რომც გადაურჩეს, ჩემი ხელით მოვკლავ, _ ბობოქრობდა ძმა, ნერვები ყელში ჰქონდა გაჩხერილი, მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო, ლამის კბილები მიემტვრა, ისე ჩაცალა ნახევარი ლიტრი წყალი. _ ჩვეულებრივი გიჟი ხარ _ ტუქსავდა ცოლი _ იმდენი არ უნდა იცოდე კაცმა, რომ ქალი ღალატის საიდუმლოს არა თუ სხვასთან, საკუთარ თავთანაც კი არასოდეს გათქვამს. _ მაგით რა გინდა მითხრა? _ ის, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, შენი და შენ ამას არასოდეს გეტყვის. _ და შენ? შენ გეტყვის? _ არ ვიცი, შეიძლება მითხრას კიდეც. _ შეგიძლია დაელაპარაკო? _ დაველაპარაკები, მაგრამ ეგ ვერაფერი შეღავათია შენთვის. _ რატომ? _ იმიტომ რომ რომც მითხრას რამე, შენ ხომ არ გეტყვი? _ როდის მერე გახდი ეგეთი? შენ არ მეუბნებოდი ქალებს საიდუმლო არ უნდა გაუმხილო, თორე როცა დაჭირდებათ მაშინვე გაგთქვამენო? _ ეგ ეგრეა, მაგრამ მხოლოდ კაცის გამხელილ საიდუმლოზე, თორე ერთმანეთის საიდუმლოს ქალებიც ვინახავთ. _ რას აკეთებთ მანდ? _ სამზარეულოში შემოვიდა მამაც, მანაც მაცივარსა და ცივ წყალს მიაშურა პირველ რიგში, წყალი დალია და ცოლ-ქმარს მოუბრუნდა _ აქ ერთმანეთთან საჭორაოდ ხართ თუ მომხდარში გასარკვევად? _ არაფერს ამბობს და როგორ გავერკვეთ? _ წარმოდგენა არ მაქვს, მოდი ასე მოვიქცეთ, მე და შენ წავიდეთ, ქალები ერთად დავტოვოთ და იქნებ რამე აზრი გამოვიტანოთ მერე როცა ინფორმაციებს შევაჯამებთ. _ კარგი აზრია _ დაეთანხმა რძალი _ მაგრამ თქვენ რა ინფორმაცია გექნებათ? _ მის სამსახურში წავალთ, გავიგებ რა მოხდა იმ დღეს, წინა დღეს, ან იმის წინა დღეს, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ვნახო, თორე აბა რა ვქნა, მართლა ხომ არ მოვკლავ იმ უღმერთოს? _ წავიდეთ ჰო _ მოეწონა იდეა შვილს _ რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, გამორიცხულია ამ ყველაფერს რამე მიზერული ახსნა მაინც რომ არ ჰქონდეს. * * * ქარხანაში, რომელშიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი მუშაობდა, ძალიან ჩვეულებრივად ახასიათებდნენ თანამშრომლები. პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდა იმ დღეს როცა ეს არაადეკვატური ქმედება დაფიქსირდა, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა კითხვის დამსმელთა ინტერესს. _ მე ვიცოდი, რომ ვინმე ამ კითხვას დამისვამდა _ საუბრობდა მდივან-კონსულტანტი. _ ზუსტად ამიტომ, მთელი დღე ზედმიწევნით დავიმახსოვრე. დილით, ჩვეულებრივად, ათს აკლდა წუთები როცა სამსახურში მოვიდა, არაფერი განსაკუთრებული, არც უცნაური, კაბინეტში შევიდა და მეც მთხოვა შევყოლოდი. ერთ კვირაზე მეტია რაც აქ ვმუშაობ და ყოველდღე მიწევს მის კაბინებტში შესვლა, გამოგიტყდებით, აქ მუშაობის ყველაზე უსიამოვნო პროცესი სწორედ ეს არის ჩემთვის. _ რატომ? _ დაინტერესდა დაზარალებულის მამა. _ ისეთი არაფერი იფიქროთ ბატონო, ის, ყოველიშემთხვევისთვის ჩემთან მიმართებაში, კარგი და თავაზიანი კაცი გახლავთ, მაგრამ მე, ქმარი და ორი ბიჭი მყავს, ერთი ოცი წლის არის, მეორე ოცდაოთხის, სამწუხაროდ, სამივე მათგანი მწეველია, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც იციან რომ ვერ ვიტან სიგარეტის სუნს, არც ერთ მათგანს, აბაზანაშიც კი არ მოუწევია არასოდეს. რაც შეეხევა სამსახურს, მის კაბინეტში ყოველთვის სიგარეტის სუნია, და ძალიან ცუდად მხდის ეს. იმ დღეს მკითხა, რა გემართება ხოლმეო, და ვუთხარი, რომ სიგარეტის სუნს ვერ ვიტანდი. მიპასუხა _ შენი საქმე კარგად იცი, და იმედია ამასაც შეეგუები, თორე ამ მიზეზით რომ წახვიდე სამსახურიდან, სად ვიშოვნო მერე შენნაირი კადრიო. ამ სიტყვებმა სტიმული მომცა და ვცადე ყურადღება საქმეზე გადამეტანა. გასაუბრებები იყო იმ დღეს, მცხობელების ვაკანსიებზე უნდა მიგვეღო ახლები. _ უკაცრავად _ ჩაერია ძმა საუბარში _ გასაუბრებაზე ქალებიც იყვნენ? _ რას ამბობ შვილო _ გაეღიმა ქალს _ ქალი ამოდენა საქმეს როგორ მოერევა? ორმოცდაათ კილოიანი ტომრები უნდა ჩაცალო ცომის საზელში, ჩვენთან დამლაგებლებისა და ბუღალტერების გარდა, ქალების ვაკანსიები არ არსებობს. _ მერე რა მოხდა? _ ცდილობდა რაიმე საინტერესოს ჩაჭიდებას მამა. _ არც არაფერი, კადრები მოდიოდნენ, ზოგი კარგი, ზოგი უმაქნისი, ზოგი გაურკვეველი და ზოგიც გარკვეული. შესაბამისად, ზოგი ავიყვანეთ, ზოგიც არა. _ შეგიძლიათ, თუ რა თქმა უნდა არსებობს აყვანილთა სია, რომ გვანახოთ? _ თუ არ ვცდები, მის მაგიდაზე, რვეულში უნდა ეწეროს, ბოდიშის მოხდით, დამელოდეთ და გამოგიტანთ. _ არ მომწონს ეს ქალი, რაღაცას მალავს _ გადაულაპარაკა დაზარალებულის ძმამ მამას. _ შენ თავი დეტექტიური ჟანრის სერიალში ხომ არ გგონია? _ გაეცინა მამას,_ რას უნდა მალავდეს, დაამშვიდე თუ შეიძლება შენი დედუქციური ალღო. ამასობაში ქალმა რვეული მოიტანა, მამა-შვილი ისევ ცდილობდნენ რაიმე განსაკუთრებულის ნახვას, მაგრამ ამაოდ, რვეულში ჩვიდმეტი სახელი და გვარი ეწერა, თავიანთი ტელეფონის ნომრებით, აქედან ცხრა გადახაზული იყო. დანარჩენ რვას კი გასწვრივ პატარა „წიჩკა“ ჰქონდა მიხატული. _ ეს წიჩკები მე დავსვი _ თქვა ქალმა. _ რატომ? _ დაინტერესდა ძმა. _ მთხოვა რომ ამათთვის დამერეკა და სტაჟირებაზე დამებარა. _ გასაგებია, და რომელ საათამდე მიმდინარეობდა ეს გასაუბრებები? _ სამამდე, სამი იყო ზუსტად რომ დავასრულეთ, ზუსტად მახსოვს, რადგან ჩვენ ორზე ვისვენებთ ხოლმე, მაგრამ გასაუბრების გამო გაგვეწელა და როცა ოთახიდან გამოვიდა, მითრა, ახლა სამი საათია, ერთ საათიანი შესვენებით ახლა ისარგებლე, მეც ოთხისთვის დავბრუნდებიო. _ და სად წავიდა? _ მე საიდან უნდა ვიცოდე პატივცემულო? რატომ დამიბარებდა მე? თუმცა, გამახსენდა, ყავა მომიტანა, ასეთი ყავები, ამ ქუჩის გასწვრივ რომ კაფეა, იქ იყიდება. როგორც ჩანს იმ კაფეში იყო, საჭმელად. _ რომ დაბრუნდა, რამე უცნაურობა ხომ არ შეგიტყვიათ მისთვის? _ მომეჩვენა, რომ რაღაც ენერგიული იყო უფრო, რაღაც მხიარული და ბედნიერი, თუმცა შეიძლება უბრალოდ მომეჩვენა, არ ვიცი, განსაკუთრებული არაფერი. კაბინეტში შევიდა, შვიდ საათამდე იქ იყო, თუმცა ერთი-ორჯერ გამოვიდა, სავარაუდოდ სველ წერტილში. ერთი-ორჯერ საცხობის და დისტრიბუციის თანამშრომლები შევიდნენ კითხვებით. _ ხომ არ იცით რა კითხვები ჰქონდათ? _ კი, ვიცი, საცხობის ბიჭებს, ზედიზედ ორი პარტია პური დაუსკდათ, და რჩევას კითხულობდნენ, მოგეხსენებათ, თქვენი სიძეც დაწინაურებამდე საცხობში მუშაობდა და... _ კარგი, და დისტრიბუტორს რა უნდოდა? ამ კითვისას ქალი შეკრთა, აქეთ იქეთ მიმოიხედა, ბოლოს მორცხვად დახარა თავი და ლოყები აუწითლდა. _ ქალბატონო _ ამჯერად ძმა ჩაერთო საუბარში _ გვეტყვით თუ არა რა უნდოდა დისტრიბუტორს? _ კარგი ჰო, კარგი, გეტყვით, ოღონდ არსად წამოგცდეთ ამაზე, _ ამოთქვა ქალმა და კიდე ერთხელ მიმოიხედა ეჭვიანად, ხომ არავის ესმის ჩემიო, მერე კაცები უფრო ახლოს მოიხმო, და ჩუმად მოჰყვა მომხდარს _ იმ დისტრიბურორმა, ახლახანს იქირავა ქალაქში სახლი, მანამდე სოფლიდან დადიოდა, და თხოვა რომ ავეჯის გადმოსატანად, დისტრიბუციის მანქანას წავიყვანო. ეს იყო და ეს, ამანაც ათხოვა, ოღონდ გააფრთხილა, თუ ეს ამბავი გასკდა, მე არაფერი ვიცი იცოდეო. _ ქალბატონო _ ნერვები მოეშალა ძმას, მაგრამ მოსული სიტყვები ყელში გააჩერა, უკან გადაყლაპა და ბრაზიანად დატოვა ოთახი. _ ქალბატონო _ ამჯერად მამას მოაფიქრდა კითხვა _ შეგიძლიათ რამე უცნაური გაიხსენოთ? რამე ისეთი რაც გამოგვადგება მისი ქმედების ასახსნელად? ან სატელეფონო ზარი, ან რაიმე მსგავსი. _ სიამოვნებით გეტყოდით რაიმე რომ მომხდარიყო, მაგრამ მერწმუნეთ, ის ერთი ჩვეულებრივი, რუტინული დღე იყო, და არაფერი არც განსაკუთრებული, არც განუსაკუთრებელი არ მომხდარა, ყოველი შემთხვევისთვის აქ. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, ის ყოველდღე ისმის, ზოგს ეკამათება, ზოგს უბრალოდ ელაპარაკება და ასე შემდეგ. დამიჯერებთ? რამე რომ მოხდარიყო აქ, ვერავინ ვერაფერს გამომაპარებდა, მაგრამ არაფერი, საერთოდ არაფერი არ მომხდარა, ახლა კი ბოდიშის მოხდით, ახლები მყავს ბაზაში შესაყვანი და დაგემშვიდობებით. _ რამე გაარკვიე? _ იკითხა მამის დანახვაზე გარეთ სიგარეტით ხელში მომლოდინე ძმამ. _ მხოლოდ ის, რომ ფსიქოპათი თანამშრომლით კმაყოფილი იყო _ თქვა მამამ, მერე ნახევრად მოწეული სიგარეტი გამოართვა შვილს, ერთი ღრმა ნაპასი ჩაუშვა ფილტვებში, და გასასვლელისკენ გაემართა. _ საით? _ ჰკითხა შვილმა. _ კაფეში ვოთსონ, კაფეში _ იყო პასუხი. ცხადია შვილიც გაჰყვა, ამ გადასახედიდან, აღნიშნული კაფე ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხი კითხვაზე, თუ რას შეიძლებოდა მისი ნერვები წყობილებიდან გამოეყვანა იმ საღამოს.
გაგრძელება იქნება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დაველოდები გაგრძელებას. საინტერესო დასაწყისია. დაველოდები გაგრძელებას. საინტერესო დასაწყისია.
10. თემა კარგია. თხრობის ენა დასახვეწი. :) საკითხი მართლაც რომ სოციალური დილემაა ჩვენი რეალობის და კარგია რომ ამ თემაზე იწერება მადლობა ავტორს.
ვისურვებდი უფრო დეტალურ აღწერებს გარემო, მოქმედი პირები და ა.შ. დაველოდები გაგრძელებას. ჩემი აზრით გოგო საეჭვოდ მალავს ცემის მიზეზს.
მოკითხვები და ბედნიერი დღე. თემა კარგია. თხრობის ენა დასახვეწი. :) საკითხი მართლაც რომ სოციალური დილემაა ჩვენი რეალობის და კარგია რომ ამ თემაზე იწერება მადლობა ავტორს.
ვისურვებდი უფრო დეტალურ აღწერებს გარემო, მოქმედი პირები და ა.შ. დაველოდები გაგრძელებას. ჩემი აზრით გოგო საეჭვოდ მალავს ცემის მიზეზს.
მოკითხვები და ბედნიერი დღე.
9. ინტერესით შემომეკითხა :) ფილმი მაქვს ნანახი ამერიკული, ჩვეულებრივი ადამიანია, ტიტქოს არც არაფერი და ერთ მშვენიერ ? დღეს გადაირევა , პატარ პატარა უსიამოვნებები დაემატება ერთმანეთს და ამოასხამს. ეგ ფილმი გამახსენდა ეგრევე, ვნახოთ მაინტერესებს --გოგოს მამასავით და ძმასავით რა მოხდა , რამ გადარია, მე იმ კაფეში ვერ შევივლი მაგრამ ჩემს ვერსიევს შევადარებ, რომ წავიკითხხავ სემდეგ თავებს. წარმატებები ინტერესით შემომეკითხა :) ფილმი მაქვს ნანახი ამერიკული, ჩვეულებრივი ადამიანია, ტიტქოს არც არაფერი და ერთ მშვენიერ ? დღეს გადაირევა , პატარ პატარა უსიამოვნებები დაემატება ერთმანეთს და ამოასხამს. ეგ ფილმი გამახსენდა ეგრევე, ვნახოთ მაინტერესებს --გოგოს მამასავით და ძმასავით რა მოხდა , რამ გადარია, მე იმ კაფეში ვერ შევივლი მაგრამ ჩემს ვერსიევს შევადარებ, რომ წავიკითხხავ სემდეგ თავებს. წარმატებები
8. ინტერესით შემომეკითხა :) ფილმი მაქვს ნანახი ამერიკული, ჩვეულებრივი ადამიანია, ტიტქოს არც არაფერი და ერთ მშვენიერ ? დღეს გადაირევა , პატარ პატარა უსიამოვნებები დაემატება ერთმანეთს და ამოასხამს. ეგ ფილმი გამახსენდა ეგრევე, ვნახოთ მაინტერესებს --გოგოს მამასავით და ძმასავით რა მოხდა , რამ გადარია, მე იმ კაფეში ვერ შევივლი მაგრამ ჩემს ვერსიევს შევადარებ, რომ წავიკითხხავ სემდეგ თავებს. წარმატებები ინტერესით შემომეკითხა :) ფილმი მაქვს ნანახი ამერიკული, ჩვეულებრივი ადამიანია, ტიტქოს არც არაფერი და ერთ მშვენიერ ? დღეს გადაირევა , პატარ პატარა უსიამოვნებები დაემატება ერთმანეთს და ამოასხამს. ეგ ფილმი გამახსენდა ეგრევე, ვნახოთ მაინტერესებს --გოგოს მამასავით და ძმასავით რა მოხდა , რამ გადარია, მე იმ კაფეში ვერ შევივლი მაგრამ ჩემს ვერსიევს შევადარებ, რომ წავიკითხხავ სემდეგ თავებს. წარმატებები
7. სამწუხაროდ, პოეტურ ჟანრთან ძალიან არაკომფორტულად და უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს... მაინც გმადლობთ სამწუხაროდ, პოეტურ ჟანრთან ძალიან არაკომფორტულად და უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს... მაინც გმადლობთ
6. პაპუნა,კარგო ადამიანო აქ იმაზე მეტად იტყუებიან ვიდრე სოციალურ ქსელებში,მართალი ხარ აქ წაკითხვაა მნიშვნელოვანი და შეფასება,ყველას ვალდებულება კი ის არის რომ პოლიტიკური ნიშნით,ცენზურის ნიშნით და კიდევ მრავალი მიზეზით მაგალითად არასაკმარისი მხატვრული ღირებულების ნიშნით რამის არ წაკითხვა მიჩნეული იქნას შეურაცყოფად,არავის ეპატიება არაკომპეტენტურობა ორმაგი სტანდარტებით,რაც აქ ვარ ის კი დავინახე პაპუნა რომ აქ ჩემი გაცნობაც კი არავის მოუნდა უბრალოდ აფასებენ აფასებენ და ვინც კი კომენტარს წერს იმათაც კი არ იციან რეალურად რაზე წერენ კომენტარს,ალბათ მედიის,სოციუმის, და სხვა ტყუილებით გაცივდა საზოგადოება,ან ჩვენს ნაწარმოებებს აკლია მხატვრული ღირებულება,მაგრამ ადამიანი?!ადამიანი რომელიც ცდილობს რომ გამოხატოს იქნებ შანსი იყოს წინსვლის ჰა,ეჰ ახლა ჩემ თავზე უფრო მეფიქრება ვიდრე სხვაზე,თუმცა თუ სხვასაც იგივე უჭირს რა მოხდება შემდეგ პაპუნა,ღმერთის გამოცხადების მოლოდინში ხოარ შევატოვებთ ერთმანეთს ჰა,იქნებ ღმერთმა იცის რამდენად მტკივნეულია როცა რაღაც ნიშნით გამოგარჩევენ და მერე მტკივანზე თითს იმდენ ხანს გაჭერენ სანამ ამნეზია არ დაემართებათ...პაპუნა მე წავიკითხე თქვენი ნაშრომი ვისურვებდი პოეზიის მხრივ თქვენს განვითარებას,არა იმიტომ რომ მოცულობით უფრო პატაარაა არამედ იმიტომ რომ უფრო ხელშესახებია ჩემთვის.ეს კონკრეტული დღევანდელ სასტიკი ყოფის დღიურია ,იმაზე მეტი გაქვს სათქმელი ვიდრე ამ ნაშრომში წერია ესეც ჩანს და რაც მთავარი და საგულისხმოა არ ჩანს სუპერგმირი ან ანტიგმირი ჯერ ყოველშემთქვევაში ,იმედი მაქვს ანტიგმირს არ ვიხილავთ და გასარკვევად არ გვექნება მათ შორის სიმართლის ზღვარის ძიება,იქნებ ყვლეფერი ტყუილის გამო?
პაპუნა,კარგო ადამიანო აქ იმაზე მეტად იტყუებიან ვიდრე სოციალურ ქსელებში,მართალი ხარ აქ წაკითხვაა მნიშვნელოვანი და შეფასება,ყველას ვალდებულება კი ის არის რომ პოლიტიკური ნიშნით,ცენზურის ნიშნით და კიდევ მრავალი მიზეზით მაგალითად არასაკმარისი მხატვრული ღირებულების ნიშნით რამის არ წაკითხვა მიჩნეული იქნას შეურაცყოფად,არავის ეპატიება არაკომპეტენტურობა ორმაგი სტანდარტებით,რაც აქ ვარ ის კი დავინახე პაპუნა რომ აქ ჩემი გაცნობაც კი არავის მოუნდა უბრალოდ აფასებენ აფასებენ და ვინც კი კომენტარს წერს იმათაც კი არ იციან რეალურად რაზე წერენ კომენტარს,ალბათ მედიის,სოციუმის, და სხვა ტყუილებით გაცივდა საზოგადოება,ან ჩვენს ნაწარმოებებს აკლია მხატვრული ღირებულება,მაგრამ ადამიანი?!ადამიანი რომელიც ცდილობს რომ გამოხატოს იქნებ შანსი იყოს წინსვლის ჰა,ეჰ ახლა ჩემ თავზე უფრო მეფიქრება ვიდრე სხვაზე,თუმცა თუ სხვასაც იგივე უჭირს რა მოხდება შემდეგ პაპუნა,ღმერთის გამოცხადების მოლოდინში ხოარ შევატოვებთ ერთმანეთს ჰა,იქნებ ღმერთმა იცის რამდენად მტკივნეულია როცა რაღაც ნიშნით გამოგარჩევენ და მერე მტკივანზე თითს იმდენ ხანს გაჭერენ სანამ ამნეზია არ დაემართებათ...პაპუნა მე წავიკითხე თქვენი ნაშრომი ვისურვებდი პოეზიის მხრივ თქვენს განვითარებას,არა იმიტომ რომ მოცულობით უფრო პატაარაა არამედ იმიტომ რომ უფრო ხელშესახებია ჩემთვის.ეს კონკრეტული დღევანდელ სასტიკი ყოფის დღიურია ,იმაზე მეტი გაქვს სათქმელი ვიდრე ამ ნაშრომში წერია ესეც ჩანს და რაც მთავარი და საგულისხმოა არ ჩანს სუპერგმირი ან ანტიგმირი ჯერ ყოველშემთქვევაში ,იმედი მაქვს ანტიგმირს არ ვიხილავთ და გასარკვევად არ გვექნება მათ შორის სიმართლის ზღვარის ძიება,იქნებ ყვლეფერი ტყუილის გამო?
5. ჰო, ცუდია, გეთანხმებით, ვისაც ვუთხარი დავრუნება, ძაან დასუსტდა და აღარ გვინდაო იძახიან... დასუსტდება ყველამ ეგრე თუ თქვა... ჰო, ცუდია, გეთანხმებით, ვისაც ვუთხარი დავრუნება, ძაან დასუსტდა და აღარ გვინდაო იძახიან... დასუსტდება ყველამ ეგრე თუ თქვა...
4. ბოლო დროს ნამდვილად არ მინახავს კომენტარები. ახლაც ,, ჩავსკროლე” . ალბათ ჩემთან არ აჩვენებს. იქნებ გადაგეხედა. ახლა საიტს მკითხველი ნამდვილად ძალიან უჭირს. იმედია, მეტად გააქტიურდები. მე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული და სააქაოდ დროს როგორ ვპოულობ, მიკვირს. საიტის დაარსებიდან მისი წევრი ვარ და აქაურობა ასე ჩასავარდნად არ მემეტება. ბოლო დროს ნამდვილად არ მინახავს კომენტარები. ახლაც ,, ჩავსკროლე” . ალბათ ჩემთან არ აჩვენებს. იქნებ გადაგეხედა. ახლა საიტს მკითხველი ნამდვილად ძალიან უჭირს. იმედია, მეტად გააქტიურდები. მე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული და სააქაოდ დროს როგორ ვპოულობ, მიკვირს. საიტის დაარსებიდან მისი წევრი ვარ და აქაურობა ასე ჩასავარდნად არ მემეტება.
3. პატივისცემასა და სიყვარულს მივიღებ და ორმაგად გავცემ, მაგრამ იმას, რომ აქ კომენტარებს არ ვწერ, ვერ მივიღებ, ამას ჩემი კომენტარებში აქტიობის ქულებიც ადასტურებს :))) პატივისცემასა და სიყვარულს მივიღებ და ორმაგად გავცემ, მაგრამ იმას, რომ აქ კომენტარებს არ ვწერ, ვერ მივიღებ, ამას ჩემი კომენტარებში აქტიობის ქულებიც ადასტურებს :)))
2. პაპუნა მოგესალმები! რა მკითხველი, რის მკითხველი! ხალხი სხვისას კი არა, აქ საკუთარ ტექსტსაც აღარ კითხულობს, რომ ელემენტარული რაღაც მოაწესრიგოს. კომენტარებსა და ქულებს მარტო პირად ნაცნობებს უტოვებენ. აგერ, გადაავლე თვალი, ათიდან რამდენი კომენტარი ეხება საკუთრივ აქ დადებული ნაწარმოების ავ/კარგს. ძირითადად პიროვნული სიმპათიის გამომხატველია, აი, ისეთი, ტექსტის წაკითხვა და ანალიზი მის დასაწერად საჭირო სულაც რომ არაა საჭირო , მეტი- მეტი, თვალის გადავლებით დაფიქსირებული იმპრესიული შთაბეჭდილება იყოს. ერთი “, მუხა” იყო მკითხველი და იმასაც მოწყინდა, როგორც ჩანს, სრულიად უპატრონოდ ეყარა ყველაფერი. მე კახელი ვარ და პირში თქმა მიყვარს. სხვებს რომ მოუწოდებ, მკითხველობის პრეტენზია რაკი გაქვთ, დიდი ტექსტებით იკითხეთო, ჯერ ერთი ვისა აქვს შერჩენილი აქ ეგ პრეტენზია , ან თავად ან დიდს ან მცირეს რამეს კითხულობ? სადაა შენი კომენტარები? და თუ კითხულობ, მაგრამ არაფერს წერ, იქნებ სხვებიც ასე იქცევიან, ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ წამკითხველთა რაოდენობას. პირადად მე აქ შენს კომენტარს შემოვყევი, თორემ პროზაზე და მეტადრე, თანამედროვე ქართულზე - ვერ მოვცდები. არც სპეციალისტობაზე მაქვს რაიმე საგანგებო პრეტენზია და არც დიდად მაინტერესებს. ლექსი კი - ჩემი სპეციალობაა ყოველმხრივ. ამ სფეროში პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც მაქვს, ავტორიც ვარ და მეცნიერი ლექსმცოდნეც, ამ ყველაფერს მიუმატე ასევე მრავალწლიანი “ინტერნეტ გამოცდილება”. ერთია მხოლოდ, მე თუ შინაგანად არ ჩავთვლი თავს ვალდებულად, არანაირი ვალდებულება არ მაკისრია არსაიდან, რომ ყველაფერი გავაანალიზო და მით უფრო, ასაკში მყოფმა იმათ უმადურ გამოხტომებს გავუძლო და ვიკითხო მათი უმწიფრობები, ელემენტარულად რომ არა აქვთ იმდენი აღზრდა, რომ იცოდნენ. ადამიანი შეუმცდარი არ არის, ზოგჯერ საკუთარ ნერვებს ვერაკონტროლებს, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, ბოდიში რომ ჰქვია და თუ არ თვლი საჭიროდ მის მოხდას, სხვა - დედა ტერეზა არ არის, რომ ყველას ყველაფერი ყოველთვის უთქმელად აპატიოს. ეს შენ საერთოდ არ გეხება, რომ პატივს გცემ და მიყვარხარ, ძველი ამბავია და კი იცი, მათ ნაწერებს, უბრალოდ, არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს. რა ვალდებულება მაქვს? რატომ უნდა დავიხარჯო? უბრალოდ, სიტყვამ მიიტანა და სხვაზე - შენთან ვთქვი. დასასრულ , ლ კიდევ ერთხელ გიდასტურებ სიყვარულსა და პატივისცემას! პაპუნა მოგესალმები! რა მკითხველი, რის მკითხველი! ხალხი სხვისას კი არა, აქ საკუთარ ტექსტსაც აღარ კითხულობს, რომ ელემენტარული რაღაც მოაწესრიგოს. კომენტარებსა და ქულებს მარტო პირად ნაცნობებს უტოვებენ. აგერ, გადაავლე თვალი, ათიდან რამდენი კომენტარი ეხება საკუთრივ აქ დადებული ნაწარმოების ავ/კარგს. ძირითადად პიროვნული სიმპათიის გამომხატველია, აი, ისეთი, ტექსტის წაკითხვა და ანალიზი მის დასაწერად საჭირო სულაც რომ არაა საჭირო , მეტი- მეტი, თვალის გადავლებით დაფიქსირებული იმპრესიული შთაბეჭდილება იყოს. ერთი “, მუხა” იყო მკითხველი და იმასაც მოწყინდა, როგორც ჩანს, სრულიად უპატრონოდ ეყარა ყველაფერი. მე კახელი ვარ და პირში თქმა მიყვარს. სხვებს რომ მოუწოდებ, მკითხველობის პრეტენზია რაკი გაქვთ, დიდი ტექსტებით იკითხეთო, ჯერ ერთი ვისა აქვს შერჩენილი აქ ეგ პრეტენზია , ან თავად ან დიდს ან მცირეს რამეს კითხულობ? სადაა შენი კომენტარები? და თუ კითხულობ, მაგრამ არაფერს წერ, იქნებ სხვებიც ასე იქცევიან, ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ წამკითხველთა რაოდენობას. პირადად მე აქ შენს კომენტარს შემოვყევი, თორემ პროზაზე და მეტადრე, თანამედროვე ქართულზე - ვერ მოვცდები. არც სპეციალისტობაზე მაქვს რაიმე საგანგებო პრეტენზია და არც დიდად მაინტერესებს. ლექსი კი - ჩემი სპეციალობაა ყოველმხრივ. ამ სფეროში პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც მაქვს, ავტორიც ვარ და მეცნიერი ლექსმცოდნეც, ამ ყველაფერს მიუმატე ასევე მრავალწლიანი “ინტერნეტ გამოცდილება”. ერთია მხოლოდ, მე თუ შინაგანად არ ჩავთვლი თავს ვალდებულად, არანაირი ვალდებულება არ მაკისრია არსაიდან, რომ ყველაფერი გავაანალიზო და მით უფრო, ასაკში მყოფმა იმათ უმადურ გამოხტომებს გავუძლო და ვიკითხო მათი უმწიფრობები, ელემენტარულად რომ არა აქვთ იმდენი აღზრდა, რომ იცოდნენ. ადამიანი შეუმცდარი არ არის, ზოგჯერ საკუთარ ნერვებს ვერაკონტროლებს, მაგრამ არსებობს ისეთი რამ, ბოდიში რომ ჰქვია და თუ არ თვლი საჭიროდ მის მოხდას, სხვა - დედა ტერეზა არ არის, რომ ყველას ყველაფერი ყოველთვის უთქმელად აპატიოს. ეს შენ საერთოდ არ გეხება, რომ პატივს გცემ და მიყვარხარ, ძველი ამბავია და კი იცი, მათ ნაწერებს, უბრალოდ, არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს. რა ვალდებულება მაქვს? რატომ უნდა დავიხარჯო? უბრალოდ, სიტყვამ მიიტანა და სხვაზე - შენთან ვთქვი. დასასრულ , ლ კიდევ ერთხელ გიდასტურებ სიყვარულსა და პატივისცემას!
1. არასოდეს მაღიზიანებდა ის ფაქტი, თუ ვინმეს ჩემი ნაწერები არ მოსწონდა, დადებითი შეფასებები მიხაროდა, თუმცა არც ეს ყოფილა ჩემი ცხოვრების კრედო, უბრალოდ... ყველაზე მეტად რაც ნერვებს მიშლიდა და მიშლის აქ, ის არის, რომ ერთადერთ ლიტერატურულ საიტზე, იმის გამო რომ მოზრდილი ტექსტის კითხვა გეზარებათ, არ მეძლევა საკუთარი ნაწერების განთავსების საშუალება, და ამის უფლებას სწორედ თქვენ მართმევთ.
კეთილი ინებეთ და თუ დარეგისტრირებული ხართ ლიტ საიტზე, მარტო გოიმურ, რითმიან და ისიც პატარა ლექსებს კი ნუ კითხულობთ, იკითXეთ ყველაფერი რაც დაიდება, ან არა და ნუ გაქვთ მკითXველობებზე ამბივიები.
კიდე ერთXელ ვიმეორებ, მე არ გთხოვთ ჩემს მოწონებას, და არ ვსაუბრობ ამ შემთXვევაში მხოლოდ ამ ტექსტზე... არასოდეს მაღიზიანებდა ის ფაქტი, თუ ვინმეს ჩემი ნაწერები არ მოსწონდა, დადებითი შეფასებები მიხაროდა, თუმცა არც ეს ყოფილა ჩემი ცხოვრების კრედო, უბრალოდ... ყველაზე მეტად რაც ნერვებს მიშლიდა და მიშლის აქ, ის არის, რომ ერთადერთ ლიტერატურულ საიტზე, იმის გამო რომ მოზრდილი ტექსტის კითხვა გეზარებათ, არ მეძლევა საკუთარი ნაწერების განთავსების საშუალება, და ამის უფლებას სწორედ თქვენ მართმევთ.
კეთილი ინებეთ და თუ დარეგისტრირებული ხართ ლიტ საიტზე, მარტო გოიმურ, რითმიან და ისიც პატარა ლექსებს კი ნუ კითხულობთ, იკითXეთ ყველაფერი რაც დაიდება, ან არა და ნუ გაქვთ მკითXველობებზე ამბივიები.
კიდე ერთXელ ვიმეორებ, მე არ გთხოვთ ჩემს მოწონებას, და არ ვსაუბრობ ამ შემთXვევაში მხოლოდ ამ ტექსტზე...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|