ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2024


წერილები ნაქირავები ბინიდან II. III.

II
გლდანში რომ მაღლა აივლიდნენ,
მნახავდნენ - ვიჭერდი აივნიდან
თევზებს. იცი, ნი?
ხშირად მართმევდა ქარი ბადეს,
დონ კიხოტსა და კარაბადინს,
შენ კი, იცინი.

ხედავ, ასეთია ჩვენი ბინა,
ტელევიზორში მისტერ ბინი,
თინა, ფიქრია
და შეგიძლია ინებივრო
ქარში, ბალიშის პირები რომ
სადღაც მიქრიან.

შენ ჩიის ჩაის ეტანები
და გენანება ქედანები,
ხშირად აპურებ,
ახლა ფრინველის დადის ჭირი,
შენ კი  ქედანი დაიჭირე-
ჩიტი ზღაპრული.

გიყვარს ირისი, ბოჟელიკა
და მეც არ ვარ ბოლშევიკი,
დიდი მოხელე.
თეთრი დილა რომ დაგანახე,
შენ თქვი- დარჩაო კარდენახი,
ცოტაც ჩოხელი.

ორდუბადი და არავანი,
თვითმფრინავების ქარავანო,
შენც ხომ ხედავ, ნი?
ცრემლიან ლოყებს იბან პეშვით,
რადგან გაფრინდა ზიმბაბვეში
შენი ქედანი.

როგორ ვებრძოდი შენთვის მწერებს,
მთელი რვეული დაგიწერე,
შენ კი, სულ არ შლი,
ეთამაშები ჭვავის ყანებს,
მაშ, სელინჯერმა წაგიყვანოს
ამ წელს სურამში.

გაყვედრი: შენ ხარ ორად -ორი,
დრამატურგი და ორატორი.
მესვრი- ყვიერო...
აი, მოგივლის და მოგინდები,
მტკნარი გახდება გოგირდები,
მიწა ხვიერი.

დილით მომმართავენ ეკრანიდან:
შენ, პლანეტების მეკრამიტევ-
კომეტიანო,
ყველაზე კარგი კომეტია,
შენი ცხოვრების კომედია,
კომეტიაო!

ისევ მაყენებს „რიკო“ ზიანს,
უმუშევარს და ფსიქოზიანს,
მშველის გლიცინი.
ვამბობ - ჩამესმის ბალთას ზარი,
მოდის ხილვებში ბალთაზარი,
შენ კი, იცინი.

ციცქნა მაგიდას მიუჯდები
და მთვარეები გილურჯდება,
იპყრობ ქარიან
ველებს, ჩრდილი კი, მზეში ქრება,
და წყალს რომ მიაქვს შენი ქვები,
მინანქარია.

როცა შუადღე იპარება,
ბატონ მაცივრებს იბარებენ,
მადამ გაზქურებს.
მოგწონს საპნებში ის საპონი
და უცქერ მზეებს ლისაბონის
- მადაგასკურებს.

გიყვარს სუში და მხოლოდ სულ შენ,
სულ შენი იყოს შენი სუში-
თევზი უმი, ნი!
ჭამ და აყვედრი ხმაურს მუშებს,
მე კი, ფანჯრიდან თევზებს ვუშვებ,
როგორც ბუნინი.


III
სადღაც მთაში აყვავილდა დეკა,
დეკანატში ექიმები რეკავენ.
ყველაფერში ვეთანხმები დეკარტს
და შეც ხშირად დეკანატში რეკავ,
მერე რეკავს ექიმებთან დეკანი.

ჩინოვნიკო, პედაგოგო, გლეხო,
ყველა ვისაც დაგაქვთ ხატი მაცხოვრის,
მეც ოდესმე დამირეკეთ - მე ხომ,
რაც მოვცილდი ბირჟასა და ფეხონს,
თქვენი ზარის მოლოდინში ვიცხოვრე.

ჩია კაცი რომ გადადის ქუჩას,
დავეწიოთ, ვუთხრათ- მხარი მომადე.
იქნებ, მასში ქარებია ურჩი
და თვალებში აფხაზეთი უჩანს -
ქარიშხლებით წაღებული ხომალდი.

შენ ჯერ გძინავს, წუთებია შვიდის,
გიყურებ და კარგად ვიცი ვინა ხარ,
მაგრამ სადღაც განთიადი მიდის
მე კი, როგორც ბელყვავილას მინდვრის,
განთიადის კოვზნახევარს გინახავ.

მერე რა, თუ შორეული არის
დიდი მოდის კვირეული, მილანი,
ჩაი უკვე მორეული არის,
ჩაი შენი ორეული არის,
ლურჯი ცა კი, ლურჯი ლილა, ნი.

საშრობს სტკივა - ტანსაცმლების სამიტს
ხსნი, საშრობი თავზე პასუხს ვერ აგებს.
პერანგები არაგვით და ქსანით,
ღმერთმა იცის, მიფრინავენ საით,
აივნიდან თვალს ვაყოლებსთ პერანგებს.

გაამზადე ნაწვიმარი ნიყვი,
აი, ბინა უბრალო და კარღია
როცა ნია ჩამონათვალს მიყვა,
შენ გადაჭრით უპასუხე: მიყვარს,
იცი ნია, სიყვარული კარგია.

გიოს ქუდი, ირინკას კი - კაშნე,
რომელი წერს უკეთესად იმ ორში?
მეუბნები, ნილოსი რომ დაშრა,
რომ მწერალთა დავურეკო კავშირს
და მეც ვრეკავ ზედვაკელთან დიღომში.

-მით, შენ გიყვარს ნესტიანი ჰავა,
მე - ღუმელზე დარჩენილი, უშაქრო,
შენს იმედზე გადასული ყავა.
მით, ხომ ხედავ, სულ რომ მუჭში გყავარ-
მეუბნები - ჩემი გულის გუშაგო!

ახლა უკვე ექიმებთან მიშვებ,
ხშირად ვოხრავ და ვახსენებ ტიციანს,
ერევანში იეშუა იშვა,
ინგლისურზე გადავიდა კრიშნა,
ექიმებმაც ყველაფერი იციან.

ეს ექიმი მეუბნება, მითი,
- დაისვენე, ქობულეთი, გონიო.
ამბობს - შენ ხარ ფსიქოზი და მითი,
რომ საერთოდ არ არსებობ, ვითომ.
ვუყურებ და მაინც ასე მგონია,
რომ ექიმი არ არსებობს თვითონ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები