ეტყოდა: იყოს, ნი, მაკიაჟი, იყოს, ნი, კაბა ჩითის, იყო ალმერიის მარიაში, როგორ ვთქვა?!... ცოტა მარიაჟი, რომელიც ვერ ძლებდა გალიაში, სული ჰქონია ჩიტის.
ხანდახან ჭიას ვახარებო, ოდნავაც არ იყო ფიცხი. მივიღეთ უხვი დახმარება, თქვენს ჭერს მადლი და გახარება, კარგად იყავით, ახვარებო, სახელი, გვარი, რიცხვი.
* ხომ არ ადგებოდი ქალბატონო?! შუადღე არის უკვე. შენთვის გავხარჯე კაბადონი, გნოლის ველები ყაბარდონი, ვნახე შველი და ნუკრი.
სადარბაზოა, აქვე ყეფენ. ნი უვლის დეკას ჩითილს, ნის კი, არასდროს აქვეყნებენ. ნის ნახვა უნდოდა სხვა ქვეყნების, სული ჰქონია ჩიტის.
* მით, წადი უკვე, აგვიანებ, პურს დაგახვედრებ სუპთან. იქეთობისას ნაგვიანი, აქეთობისას - სუფთა, სახლი, ბუნინის ოკეანე, სუპის მაგივრად გუფთა. * ბავშვებს დაუმსხვრია კაკანათი, მერე ბერძნებთან იკამათა -მითის თვალები რომ უდაოდ არესისა აქვს, მათი ბორბალი აღმა გორავს, მიწასთან ასწორებს პითაგორას და სერ ისააკს.
ნის უნდა სადმე, უტოპიკოდ, პორტუგალიის სუბტროპიკი, რა დღეებია ისე, კარგი უქმენისთანა, მითისთვის იყოს ოღონდ ღმერთი, სულ ერთი არის - მონღოლეთი, თურქმენისტანი.
საათს უთმობდა მარტო ლებანს, მის ამოუხსნელ განტოლებას, იყო მებაღე, გულთმისანი, იყო მენცარი. მარტო უყეფდა თუთას ყურშა, არ მცალიაო-თუთიყუშმა, აღარც ეცალა.
მარტის ტყეებში ბელზე ბელი, ჩემში - ბაალი, ბელზებელი. შავი ყორანი მთხოვდა: გადაუთარგმნე ბატონ ჩეხოვს, ნორჩი ბაღები აგიჩეხოს, კიო - ჩეხოვმა, ჰოდა,
ახლა ინტერეს იჩენს თვითონ, (შენ უსაქმურო, არათითო) ამრეზით მაინც მკითხავს. მათბობს შეკრული შალის მანტო, ვამბობ: ცხოვრობდნენ, ჩემო ანტონ, ბედნიერად და დიდხანს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბოლო სამს არაუშავდა კიდევ ბოლო სამს არაუშავდა კიდევ
3. როგორც ყოველთვის შესანიშნავია, როგორც ყოველთვის შესანიშნავია,
2. ბრავო იუბილარს! ბრავო იუბილარს!
1. ნაქირავებ ბინაში რომ ასეთებს წერ, საკუთარ სახლში რას იზამ , იმის წარმოდგენაც კი მიჭირს :)
მირაჟების მარიაჟი გაქვს აქ.
ნაქირავებ ბინაში რომ ასეთებს წერ, საკუთარ სახლში რას იზამ , იმის წარმოდგენაც კი მიჭირს :)
მირაჟების მარიაჟი გაქვს აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|