ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორუმთმავალი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2009


შენელებული პულსი

ჩამდგარა ხევში დაღლილი სიცხე,
ვით მოქანცული ცხენების რემა.
როგორ გამცვდარა უკვდავი თემა:
კდემა!

ჩემი თვალები - ცივი და ფართო -
არისტოკრატის გამტყდარი პენსნე.
სიზიფეს ლოდად შეგაბამს ყელზე
ლექსებს.

ქუჩაში ურჩი მეძავი ქუჩის
წამწამებს ატმის რტოსავით დახრის.
როგორ მომინდა მდუმარე სახლი
დაღლილს!

ტკივილით სუნთქავს კედელი ოთხი.
მომწყინდა მზე და ცხოვრება ურჩი,
ცა და ალუბლის დამსკდარი ტუჩი,
ქუჩა.

ანგელოსებმა ჩაიხსნეს ვენა
და ზეცა ლურჯი გამეწამულდა.
მასკარადებმა ნიღბებით ბურდა
ფარდა.

პლანეტის პულსი აფეთქდა მკერდში
(ჩემს სულში სული დალიეთ ყველამ!)
შენ კი ნიღბები ათასგვარ ფერში
შეგშლის.

ჩამდგარა ხევში დაღლილი სიცხე.
ისვენებს სიცხით დაღლილი ფარა.
მოწყენისათვის სიცოცხლეც კმარა,
არა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები