ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2024


მიტოვებულ პატარძალივით...

მოვა ღამე და შავ მოსასხამს შემომახურავს,
შავ ღვინოს შესვამს,
რომ დაყვება გემო ტანინის.
შუაღამით კი დამიდგება დარდის მსახურად,
ღამემ ხომ იცის, როდის რა მაქვს გადატანილი...
მოვა ღამე და აუტყდებათ ფიქრებს რიალი,
სავსე მთვარე კი ჩაატარებს სეანსს მისნობის...
მთვარის სონატას უკრავს ჩემთვის შავ როიალზე
ღამე, რომელსაც ასე  ახლოს  არც კი  ვიცნობდი...
ამიტირდება გულის კართან მდგარი ნუგეშიც,
გამეჩხირება ისევ დარდი, ყელში ძვალივით.
და მონატრება, სულ თავშერგვის მდომი უბეში,
დგას ჯვრისწერისას მიტოვებულ პატარძალივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები