ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2024


***

ნუგეშად გამონაღებ საღამოს ფანჯრიდან
რომ მოვა
ამბავი უეცარი, არც ჩიტი მოიტანს, არც კაცი,
ჰაერს გამოყვება, ქარი არ წაიღებს.
ნუ გვკითხავ, როგორ ვართ.
ნუგეშად გამონაღებ საღამოს კარიდან რომ მოვა
ამბავი უეცარი, მას კაცი მოიტანს სარჩოსავით
და უნდა იკვებო, ერთი თვე გაუძელი,
ჯიბეში მაუზერი და მხარებზე - ჩინოსანი.
ამბავი ამბავს მოგიტანს,
შენ მერე იპოვი იმ ამბავს
ოთახს და საწოლს რომ მიგაჯაჭვებს,
რომ ვიღაც ქალი ადრე რომ გინახავს,
რომ ვიღაც ადრე რომ ჩაგიღიმა, ან წყალი მიაწოდე,
სულ, რაღაც წამით გაუსწორე თვალი - სიმარტოვე...
ამბავი წყალიც რომ არ წაიღებს და გაწყდება,
ხსოვნა რომ უკან არ გაგიშვებს და გაწყდება,
იმედის ძაფი არ გაგიძლებს და გაწყდება,
სიცოცხლე შორს რომ არ გაგიშვებს და გაწყდება.
აი, საითაც გაიხედავ ურჩხულებია,
ღამით რომ გეჩურჩულებიან:
"გააღე კარი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები