ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2024


გაიქეცი, რომ არ იცი, იმ მხარეს

გაიქეცი, სანამ მოჩანს მიზანი,
სანამდე გზას ხედავს შენი ოპტიკა!
ხელმოცარვას შეუთვალე გზიდანვე,
რომ მიზანი ცოცხლობს, ჯერ არ მოგიკვდა...
გაიქეცი, რომ არ იცი, იმ მხარეს,
ყოფნის გეში გაიხადე მეგზურად!
ბედიღბალმა შენთან თუ კი მიჰქარა,
არ ღირს, ბედის ხელნაწერის ცენზურა!..
გზად იმედიც წაიყვანე მსახურად,
მაინც გზაა და რა იცი, რა ხდება.
უცხო ქუდი შენს თავს არ დაახურო,
თორემ, უცხო უცებ ჩაგისახლდება!..
გაირბინე საკუთარი სიზმრები,
აუსრულებ ოცნებათა თაღები!
იმაზე მეტს დარდი არ გაიზრდება,
ვიდრე  ფიქრი შენთან გაასაღებდა...
გააკეთე ერთი "სალტო მორტალე",
თავისუფალ ფრენად კი ღირს სიცოცხლე!
სანამ წლები შენთან ბღავილს მორთავდნენ,
სულ გახსოვდეს, თავი არ შეიცოდო!
გაიქეცი, სანამ კიდევ უბერავს
ზურგის ქარი,
სანამ მუხლი მგლისა გაქვს!
გაიქეცი,
სანამ თბილი უბე გაქვს, 
გზა ჯვარედინ დგას და პირჯვარს ისახავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები