ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2024


***


ბაბოს შესასვლელ ოთახში
ტახტი იდგა და იდგა
მუცელში ერთი ხაფანგით,
ერთი მშიერი თაგვით,
დროდადრო გაფხაჭუნება
შიში იყო და შიში,
იმის რომ გატკაცუნება
დასრულდებოდა წრიპინით.
ერთხელ ასეთი შემთხვევის
მომსწრემ ავხადე ტახტს,
ჩავავლე ხელი ხაფანგში
გაბმულ წრუწუნას კუდზე
და ვეკითხები ალალად
დედა გიყვარს თუ მამა,
თუ უფრო მეტად ნაყინი,
ამ ხმელ ხაფანგის პურზე?
მამა არასდროს მიხსენო,
მამა ამ ხაფანგს ჰგავს,
ის უნდა იყოს სადაც ვარ
ახლა იგივე დღეში,
დედა დაეძებს ხანდახან
პურის ნამცეცებს ჩემთვის,
ხანაც ნაყინის შეფუთვებს
მოათრევს საიდანღაც
- მპასუხობს წვრილი თვალებით,
პატარა ძვლების ტკივილს,
ცხვირი უთრთის და სუნთქვასაც
ვერ აკონტროლებს უკვე,
ვაცილებ ზურგზე ფოლადის
სწრაფად დაცემულ ნაწილს
და ღია ფანჯრის რაფიდან
მოულოდნელად ვუშვებ.
ბაბო შემოდის ოთახში,
მუცელ დაფჩენილ ტახტთან
ჩერდება, ალბათ უნდა რომ
მისაყვედუროს ისე,
რომ სხვა დროს აღარ ვეცადო
იგივეს გამეორება,
მაგრამ ხაფანგი შუაში
დგება, აფარებს ხელს
პირზე და მენუგეშება
პურის ნატეხის ხარხარი,
თავს ძლივს ვიკავებ
მეც რომ ავყვე ამ დაობებულს.
ვამთქნარებ, კედლებს ვანიშნებ,
თუ განლაგების მატრიცა,
განაპირობებს დღეებს და
განმაპირობებს მეც,
ასე ვიქნებით სიზმარში
უცვლელ გარემოს წევრები,
ბაბო ტახტის წინ, ხაფანგი,
პური, ფანჯრიდან მზე.

3 ოქტომბერი 2024 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები