ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2009


ღმერთიც აღარ არის... გამგონი!
ეს რა ჯანდაბაა... ნოშრევან?!
არ არის არცერთი ვაგონი,
სადაც შეიძლება მოწევა.

სადღაც უნდა იყოს, იძახი
ღმერთიც აღარ არის კოსტია,
კაცმა ჩამოაყრდნო იდაყვი,
სადმე სიგარეტი მოსწიო.

ღმერთის, აღარ დარჩა გამგონი!
რა ვქნათ? რა ვიღონოთ ნოშრევან?
მგონი წარსულია ვაგონი,
სადაც შეიძლება მოწევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები