ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2024


პატარა ნაჯახი

შთაგონება: ბობ მარლის კომპოზცია "Small Axe", 1973 წლის ალბომიდან "Burnin"

შენ დიდი ხე ხარ, ღრმად ფესვგადგმული.
ჩვენ კი, პატარა ბასრი ნაჯახი.
შენ გინდა ომი, სიკვდილი, ფული.
ჩვენ კი, მშვიდობა, ღმერთი, ოჯახი.

სხვისთვის ორმოს თხრა იმით მთავრდება,
რომ მთხრელი მასში თავად ვარდება!
ნუ ცდილობ, ხეო, მტრებად გვაქციო,
თორემ მოგვიწევს, რომ წაგაქციოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები