#ლექსები
ნინო დარბაისელი
ოჯახი
საქართველოში - არა ქალისა, ბედნიერის თუ ბედგამქრალისა, სამარადისო კულტია დედის, - საკუთრივ დედის - მუნჯის თუ ყბედის.
სხვას ასე ქცევას ვინ გაუბედავს, ან სიყვარულით ვის მოერევა და ცოლში ეძებს მეორე დედას, კაცი, პირველს რომ ჯერ ვერ ელევა.
სხვა - ვინ დადგება ცერებზე შენთვის, სხვა ვინ მოიკლებს, რომ შენ გახაროს, ქალი ზოგადად? ო, ცოლად შერთვის სურს პერსპექტივა? - თავი დახაროს!
ოჯახისათვის შენება თუ თხრა, აღარც გართობა, აღარც კინოო.. გაუთხოვარმა გათხოვილს უთხრა: - სხეულზე ვინმე ვიბოგინოო?
დედა შეჰხარის პატარა ფალოსს, არ მიაკარებს ნიავს, ცივ სიოს, შენ შემოგევლე, მომკალ, დამფალო, სურს, საკაცეთზე შური იძიოს
და იტანს მისთვის განსაცდელს მრავალს. რამედ კი უჩინს თან განა ჭირი? მისი გულისთვის ჯანდაბას წავალს, ზედ დააკვდება თავგანაწირი.
ქალო - დედაო, სულ ცოტა გიჭირს, - ჯერ გაუძელი, ნახე, დაიცა, თხუთმეტი წლისა გახდება ბიჭი და მამისაგან დედას დაიცავს!
მუდმივი ქიშპი, მუდმივი ჯახი ძმას ემუქრება, დასაც, ავია! საქართველოში ბევრი ოჯახი - ოჯახისაგან დასაცავია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|