ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 იანვარი, 2025


Марина Цветаева – Бабушке

მარინა ცვეტაევა - ბებიას

მოგრძო ოვალი, ხატება ციდან,
ხაბარდა კაბა, შავი ხავერდის,
ნორჩო ბებია, ვინ გიკოცნიდა
ამაყ ბაგეებს, რად არ დაბერდი?

სასახლეების მასკარადები,
შოპენის ვალსთა  შენი დაკვრები
და ყინულივით სახის ნაკვთები
ჩამოშვებული ღულამბარებით.

ბნელი, მომთხოვნი მზერა თვალების
თავის დასაცავ იერს ინახავს,
არ უყურებენ ასე ქალები,
ნორჩო ბებია, თავად ვინა ხართ?

ნეტავ რამდენი შესაძლებლობა —
შეუძლებლობა შენი მარხია,
იქ, სადაც ბოლოს ყველა ეფლობა,
ოცი წლის პოლონელო მარია?

უმანკო დღესთან სიო დამოყვრდა,
ჩაქრა ციაგი ღამის მნათობთა.
— ბებია! - ნუთუ თქვენგან გამოჰყვა
ჩემს გულს ამბოხი, უხიაგობა?

1 იანვარი, 2025 წ.

მარია ლუკას ასული ბერნაცკი (1841-1868) - მარინა ცვეტაევას ბებია (დედის დედა) სინამდვილეში 27 წლის გარდაიცვალა, მშობიარობას გადაჰყვა.


Марина Цветаева – Бабушке

Продолговатый и твердый овал,
Черного платья раструбы…
Юная бабушка! Кто целовал
Ваши надменные губы?

Руки, которые в залах дворца
Вальсы Шопена играли…
По сторонам ледяного лица
Локоны, в виде спирали.

Темный, прямой и взыскательный взгляд.
Взгляд, к обороне готовый.
Юные женщины так не глядят.
Юная бабушка, кто вы?

Сколько возможностей вы унесли,
И невозможностей — сколько? —
В ненасытимую прорву земли,
Двадцатилетняя полька!

День был невинен, и ветер был свеж.
Темные звезды погасли.
— Бабушка! — Этот жестокий мятеж
В сердце моем — не от вас ли?..

1914 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები