ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2009


სიტყვამ მიყელა...

სიტყვამ მიყელა ულაყმა,
სად არ მაგელვა ჩორთითა,
ხან ქალის მკერდზე მაძინა,
ხან მზე მომართვა ხონჩითა.
ხან ფშუტე მარცვალს მაგემა,
უსახურ გზებზე ბორგვითა.
ეს ჩემი სიზმარ-ხილვები,
სულ ქარ-ნისლებში მოჰფინა.
ხან კლდეკარია სიტყვები,
ხან თუნთა, ხან ლოფორთქინა.
ხან მზერაგამრუდებული,
უმძრახია და სხვისია,
ხან ჩემში არის ყვავილობს,
ლოცვა არის და ცისია.
იგი მკლავს, იგი მაცოცხლებს,
სკივრი სულ ამომიცლია,
არის, კი მართლა საღვთისო,
თუ ბგერაგონჯი ფიცია,
ისე გეცლები სოფელო,
რომ არაფერი ვიცია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები