მარინა ცვეტაევა - შეხე, კიდევ ერთ სარკმელს...
შეხე, კიდევ ერთ სარკმელს, ისევ არ სძინავთ სადაც, ეგება ღვინოს სვამენ, უბრალოდ სხედან, ანდა, ხელჩაკიდებულთ მალი გაყრა არ უნდათ ახლა, მოყვასო, ყოველ სახლში ასეთ ფანჯარას ნახავ.
განა ნათურით, სანთლით, ბნელი ნათდება ნათლით ძილგატეხილი თვალის.
ჩქამი შეხვედრის, წასვლის, — შენ ხარ, ფანჯარავ ღამით! ეგება — ასი სანთლის, ან, შესაძლოა, — სამის... სიმშვიდეს ჩემი გონი ვეღარ პოულობს, ბორგავს და ჩემი ბინაც, მგონი, ნაცნობ სხვა ფანჯრებს მოჰგავს.
ილოცე, მოძმევ, მადლით, რომ ჩემს უძინარ სახლის სარკმელშიც კრთოდეს ალი!
2 იანვარი, 2025 წ.
Марина Цветаева – Вот опять окно...
Вот опять окно, Где опять не спят. Может — пьют вино, Может — так сидят. Или просто — рук Не разнимут двое. В каждом доме, друг, Есть окно такое.
Не от свеч, от ламп темнота зажглась: От бессонных глаз!
Крик разлук и встреч — Ты, окно в ночи! Может — сотни свеч, Может — три свечи… Нет и нет уму Моему — покоя. И в моем дому Завелось такое.
Помолись, дружок, за бессонный дом, За окно с огнем!
1916 г.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|