ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2025


* * *

*  *  *
ქორონიკონებს ქექავენ.
ანაქრონი და ქრონიკა -
დევნიან ქრომის ტაძრიდან წმინდანებს.
დამეხმარე!
გამხმარ ფრთებს ვიფენ ყელში
და
ვყვირი:
მამაო,
ჩვენო პილატე!
ცოტაა შვილების ადგილი,
შვილებით დანაღმული გოლგოთა.
უაზრო ლოცვიდან
მალიმალ
გამომარკვიე, პილატე!
მე მაინც უნდა ჩავიფლა
ჩემი წილი ნეშტით მიწაში -
ეკლიანი ყვავილებისთვის.
ავარიული გასასვლელით
სხეულის სარკოფაგიდან გავდივარ.
კანს სიტყვებსგან ვიცლი
და
ფერთხავს,
ხის ჯვარზე შერჩენილ ქერქს
ფერთხავს პილატე.
დარდებს
დარ-დარ
სდის
ცის
სისხლისფერი
და დედაჩემო,
ამ სანგრისფერ ქვიშაში ვქრები.
საკმეველივით მომაბნიე ნაფოტები,
გამომითალე ხის სანგარი
და
ამომივსე ეკლებით პირი,
რომ
სიცილივით შეგაფურთხო, ჩემო პილატე.
ზარ-ზარ რეკავს,
რეკავს ქრომის ტაძარი
მძიმე მიწაზე მოსულ წმინდანებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები