ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2025


ჯელატო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჯელატო

რა ჩიხები, რა  ქუჩები!
მეხარჯება  - ნაქუჩები,
ფასებს ცეცხლი უკიდია,
ტვინში მირტყამს ჩაქუჩები…

წვრილ ქუჩებზე  - ქვაფენილი,
ფერადსუფრადაფენილი -
ქუჩა-ქუჩა -  მაგიდები,
ტურისტები და გიდები, 
მაგიდებზე - ლიმონჩელო,
სადღაც  წყნარად უკრავს ჩელო
და გარმონი გაწელილა,
ცა ლურჯია,  როგორც ლილა.

ვენეცია,
ფლორენცია,
მარმარილოს რა გრაცია!
დავსველდი და  შემაცია,
მახსოვს სველი მე ქუჩები,
ხმები ძველის და მარადის
იმ ქუჩებში  ახლა ჩემი
ტკბილი მეგობარი დადის.

- მეგობარო მეგობარო,
არნოზეა ოქრო-ვერცხლი,
ჩვენკენ - გვიკიდია ცეცხლი,
არ დატოვო მუზეუმი,
არაფერი ჭამო უმი.
(აქ - თოვლია და სამუმი)
წინ რომია,
წინ - რომია,
რომის - თერმოპოლიუმი.

სიცხიანმა - ვირატრატო?
თავი გავიგიჟე რატო?!
ვირი  - რუსით  - ამ ვირუსით
ასე დავისაჯე რატო?
ატრიუმი - ატრა - ატრა…
ასე როგორ მომენატრა,
პასტა,  პიცა და ჯელატო!

- - -

*ჯელატო - იტალიური ცივი დესერტი, ჰგავს ნაყინს.
*თერმოპოლიუმი - ქუჩის სასადილო- სამზარეულოები ძველ რომში,  იქიდან დღემდეა მომდინარე  იქაური, ქუჩაში, გარეთ ჭამის ტრადიცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები