ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2009


შე ჩემზე ლოთო!!!!! (ახალაიას)

ჭალებს ავუყვეთ მთებისაკენ,
წამო შე ლოთო,
როგორც კალმახი შავ არაგვით,
ისე გამოვთვრეთ,
ხომ ხედავ რომ აქ, ბარად, დაღლას
არ უჩანს ბოლო,
აქ მდინარეც კი ჰარივივით
მძიმეა, მდორე.
ბარბაცით მიწას ჩამოვაფშვნათ
ეს რეალობა,
ცხოვრება თავის ნაბიჭვარი
კომპლიმენტებით,
გუშინ რომ ხელზე იმედებით
(და)გეამბორა,
ხვალ გამოგიწვევს, როგორც ულაყს,
დოღში ჭენებით.
სოფლად ორღობეს დავუაროთ
ჟიპიტაურით,
ზოგჯერ სიფხიზლეს ჯობია რომ
სმით შეებრძოლო,
(მეც დავივიწყებ ქალი რომ ვარ,
,,გიჟის სტატუსით”)
წამო, წამო და გავილეშოთ, შე
ჩემზე ლოთო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები