ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2009


ბექა ახალაიას

პირფერობა ლამაზია, სიმართლე კი მწარეა,
ჰოდა უნდა დაგარიგო საყვარელო ძამია,
მოიშორე ქრონიკული სირცხვილობის მანია,
სიცოცხლე ხომ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი წამია.
იგი მზეა შენთვის დღისით, ღამით მნათი მთვარეა.
სიყვარულის ფენომენი აუხსნელი რამეა.
ეს ცხოვრება ზღაპარივით  ათასერთი ღამეა
და პოეტის სულიც, გულიც, სისხლიც გრძნობაც ცხარეა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები