ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჰენრი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2009


მცხეთის ჯვრიდან - თბილისამდე

                        (ვუძღვნი მამა პეტრეს)
თითქოს უფალს გაეფინა
ცაზე ღრუბლის ტილონი,
თითქოს ზეცას ქერუბიმის
მარჯვენა ფრთა ფარავდა
სვეტიცხოველს ეცვა ლურჯი
აბრეშუმის ფილონი,
დაჭრილ გულზე მზის სხივები
სისხლად აჩნდა მარაბდას...
გული სადღაც კლდის ნაპრალში
მზესთან ერთად მისვენდა...,
მოსესავით მიაპობდა
მეწამული უდაბნოს,
მტკვარი ლექსებს გვაყოლებდა,
ჩუქურთმები გვისმენდა...
პოეზიაც არ ღირს ალბათ
უეკლოდ და უდაფნოდ...
თბილისიდან მცხეთის ჯვრამდე
არც თუ ისე ეკლიან,
ბილიკებზე - ისტორიით
ამოქარგულ სტრიქონტან
სადაც, უფლის უკვდავების
ხელთუქმნელი ძეგლია,
სამ მოგზაურს - პოეზიის
მძიმე ჯვარი მიგვქონდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები