ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2009


სამი სახლი

გაიმეორე! რამე სიტყვა გაიმეორე!
გაიმეორე... თუნდაც ორჯერ ჩემი სახელი.
არ არის ახლოს, მაგრამ სულაც არ არის შორი.
მალე, ამ აღმართს გადავალთ და ჩემი სახლია.

ჩემს სახლთან, ორი სხვა სახლია, ორივე სახლი,
ორივე ჩემს სახლს გაცილებით, სჯობია ბევრად,
მაგრამ ეს არის - ერთადერთი სმართლე ახლა.
ეს არის - ჩემი ერთადერთი უძირო ქვევრი.

და თუ საერთოდ ვინმე მომყავს, უკლებლივ ყველას,
ვეუბნები რომ: ამ სახლებში - ცხოვრობს არავინ.
კეტავს არავინ, შედით, მაგრამ არაფერს ხელი
ოღონდ არ ახლოთ. ამბობენ რომ: გადასარევი...

გადასარევი სახლებია და საშუალებაც,
გადასარევი. იგრძნონ... ნახონ... ათვალიერონ...
ღმერთის, ერთის მხრივ - სამყოფელი, (გარდაცვალებულ)
ხოლო მეორის - დასაწყისის დასალიერი.

სადაც, ყოველთვის ეგონათ, რომ რაღაც იცვლება.
ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გაეგოთ, მაინც რის გამო...
იყო ასეთი მიმზიდველი - ღამით ისლები.
და ამ ისლების პოეზია... სწორედ ის კამი,

ბავშვობაში, რომ უდარდელად ჩამოჯდებოდნენ
და შუაღამის გადასვლამდე "აბირჟავებდნენ".
არ ადარდებდათ - ქვეყანა თუ ამოწყდებოდა!
არ ადარდებდათ, რომ სიკვდილი - ასე შავია,

ჩემი თმებივით... კაცისათვის, გრძელი თმებივით,
(როგორც მოხუცი მამა ამბობს) სადღაც ჭაღარა-
-გამორეულიც, ზღვის ქაფივით მზეზე ნებივრობს
და იცის თავის დასასრული ქვეყნად არ არის.

სხვა გზაც არ არის... სახლები კი საკუთარ ჩრდილში,
პატარებივით დაცოცავენ, ძველი სახლები.
ასე გრძელდება საუკუნოდ, ცხადში თუ ძილში...
და უხარიათ... და აწუხებთ... და ვეახლებით...

ვინც - ვართ ისინი, ვინც ვიყავით და ვინც ვიქნებით...
ვინც ვართ, ან ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ ვიყოთ.
გინდა არ გინდა, გამოდის, რომ ჩვენ ვართ წიგნები.
თაროებს იქით... და საერთოდ, ყველაფერს იქით...

გინდა "ქვე", გინდა "ზე", წყეული ცნობიერების.
(ჩვენა ვართ მსხვერპლი). იქით ღმერთის... ყველაფერს იქით...
არა ვართ, მაგრამ გვინდა ვიყოთ ლმობიერები.
არა ვართ, მაგრამ უკეთესი გვინდა, რომ ვიყოთ.

რადგან აწმყოც და მომავალიც, ხდება წარსული
ყველა აწმყო, კი წარმავალი მომავალია...
ვამბობ: მკვდრები ვართ. რა აზრი აქვს... ვამბობ და სულაც,
ვჩუმდები. ვწუხვარ, რომ ზედმეტად ცოტა დავლიე.





Aïda l'art tisse sa toile





La rencontre



Il ya des êtres qui se croisent sans jamais

se reconnaîtrent!

Il ya des âmes qui se croisent, se reconnaîssent

à la première impression.

Il ya toi et moi qui peut-être ne se parleront jamais

de la perfection qui naîtra de cette incapacité d'aimer...

Mais qui dés l'instant où ils se rencontreront seront,

Que tout à jamais, comme une trace indélébile restera gravée!



A tout être son émotion

  A tout être son désir d'exister!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები