ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2009


ნეტავ...

ნეტავ რა უნდა მითხრას
იმ დღემ,  ხვალე რომ ჰქვია?
სიხარულის თუ  ცრემლის
ღრუბლით მიგზავნის ნიავს?

ნეტავი რა თქვა უკვე
გუშინდელმა დღემ ჩემზე?
თუ ვაწყენინე უცებ,
რომ ვერ მივეკარ მკერდზე...

ნეტავ რას იტყვის შემდგომ,
წუთი, ეხლა რომ არის.
აი, წამოვდგეთ ფეხზე,
სადღეგრძელოა ხვალის...

დე გაგიმარჯოს ხვალე...
შენზე ოცნებას ვხატავ.
ნეტავ რა ფრად აქვს ბოლო
ჩემი ცხოვრების ფარდას?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები