ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2008


მუზას

ან დაიწერე, ან მომეშვი ოხერტიალო
ლექსო, ძალიან გადამღალე და მოსვენება
(სანამ შენ ტვინის ხვეულებში მოხეტიალობ)
აღარ მეღირსა ისე, როგორც გულით მენება.

ან რა წესია? ამომავსებ და დასაცლელად
მიწევს საკუთარ სისუსტეთა გამოჭენება,
თუ არ დავყევი შენს ხუშტურებს და არ დაგწერე,
სასჯელად მექცა მეათასე ღამის თენება.

და მერამდენე ღამეს ტუჩზე კოცნით ვაცილებ,
ამოღამებულ თვალებს ვჩუქნი დილით მზის სხივებს,
რა მომაშორებს სისხლში გამჯდარ რითმის ბაცილებს,
რა დამავიწყებს, პირველად რომ მუზა ვიხილე.

დღესაც ვიხსენებ ყურთან პირველ საამო ჩურჩულს, -
მე იმ ჩურჩულმა  დამამჩნია სულზე ტვიფარი,
ახლა კი, ალბათ მიღალატა, სხვასთან წავიდა...
შენ, ჩემო მუზავ, უზრდელი ხარ და უტიფარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები