ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2009


ზარათუსტრა ანუ ბაგირი უფსკრულზე/პოემა ნაწყვეტი/

                                              ღმერთი მოკვდა.
                                                              ფრიდრიხ ნიცშე
+
აი, პური_სხეული და, აი, სისხლი_სული შენი,
უკვდავისგან მოკვდავისთვის ბოძებული განაჩენი,
რწმენა_უღვთოდ დაგდებული, სათრეველად ქოფაკთათვის,
ჯვარი_ცრემლში გავლებული უიმედოდ ცოცხალთათვის;
აი, “ზეცა_გუმბათი” და “დედამიწა_ეკლესია”,
ეშმაკები გოგს და მაგოგს
გააფთრებით შეესია.
სათნოებას ჩემთვის ვტოვებ,
ოქროს ურმებს ვგზავნი ართვინს,
დამითმია ეს ცხოვრება,
როგოც ჯილდო_ცოდვილთათვის;

+
_ არ დატოვო, ზარათუსტრა,
გზა უფლის და არ წახვიდე,
მარჯვნივ გზაა სამწვერვალო,
უფსკრულია მარცხნივ კიდე.
მაიმუნს და ზეკაცს შუა
საწყლად როა გაჩხერილი,
ეს ცოდვილი ადამია,
საკირთებლად გაჩენილი.
ამაღლდები ოდეს ცათა,
დამდაბლდები ოდეს ქვესკნელს,
მოყურადეს ციურ ხმათა
და ბიბლიურ ნათლის მძებნელს.
რა გინდოდა სხვის კარზედა,
რად, უფლის გზას, რად არ ენდე?!
რჩები ასე ბაგირზედა,
საკუთარ გზის მოიმედე.
სული, მოკლულ ჩიტს რომ ჰგავდა,
ყინვისაგან, მგონი ლღვება,
ნუთუ ჯვარცმულ ქრისტეს გარდა
სხვას არ ელის ამაღლება?!
რა გინდოდა, ზარათუსტრა,
ღმერთს ებრძოდი კაცის ძალით,
ჯერ ღმერთკაცი იმსხვერპლეთ და
ღმერთი მერე მომიკალით.
რას ფიქრობდი, ზარათუსტრა,
რას ელოდი ადამისგან,
ერთი ბედკრულ, ერთი საწყალ,
ერთი ცოდვილ კაცის ძისგან.
რას ელოდი ზარათუსტრა…

                                    1988წელი

* * *
ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე,
სოფლის ბილიკო,
სასაფლაოსკენ როცა გარბიხარ ...
                                1997წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები